„ურსას“ სოლისტს გიორგი ძოწენიძეს და მია მაჩაბელს რამდენიმე დღის წინ მეორე შვილი შეეძინათ. პატარა ანდრიამ და დედამ სამშობიარო უკვე დატოვეს.
გიორგი ძოწენიძე მადლობას უხდის მედპერსონალს და გამომწერებს ჰპირდება, რომ ანდრიას მოგვიანებით ახლოდან გააცნობს.
„კიდევ ერთხელ მადლობა ამ საოცარ ადამიანებს. ანდრიას უფრო ახლოდან ცოტა მოგვიანებით გაგაცნობთ“, – წერს გიორგი ძოწენიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გიორგი და მია რამდენიმე წელია რაც დაქორწინებულები არიან. წყვილს ჰყავს გოგონა, ანიტა, ახლა კი ვაჟის მშობლები გახდნენ.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 მარიამ გველესიანმა 30 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა – კადრები დაბადების დღიდან
🎥 „8-წლიანი ძიება დასრულებულია...“ - თამუნა მუსერიძემ ბიოლოგიური მშობელი იპოვა