ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ 2018 წელს იქორწინეს. მათ პირველი შვილი, ბერუკა ივანიშვილი, 4 წლის წინ, 29 ნოემბერს შეეძინათ. მეორე შვილი, 2023 წლის 20 მარტს ეყოლათ, რომელსაც დადუ დაარქვეს.
ბერა ივანიშვილი ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მისი მამა, ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკაში ჩაერთო.
მუსიკოსი სოციალურ ქსელში დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და პერიოდულად ოჯახურ კადრებს გვიზიარებს ხოლმე.
ამჯერად, ბერა ივანიშვილი მეუღლეს, ნანუკა გუდავაძეს სოციალურ ქსელში იუბილეს ულოცავს და ოჯახურ კადრებს გვიზიარებს.
წყვილი შვილებთან ერთად პოზირებს.
„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო საოცარი მეუღლევ. მადლობა უფალს, რომ ჩემი მეორე ნახევარი და ჩემი შვილების დედა ხარ“, – წერს ბერა ივანიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: