პოდკასტის „ჩვენ“-ის სტუმარია ტელეჟურნალისტი მაია ასათიანი იყო, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მოწინავე ადგილს ინარჩუნებდა ქართულ მედია სივრცეში.
მან პოდკასტში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა ერთ-ერთი კი 9-წლიანი სიყვარულის ისტორია იყო. სიყვარული, რომელიც მისი ოცნების მოგზაურობაში იპოვა და როგორც თავად ჰყვება, მას შემდეგ არავინ ჰყვარებია:
„მე მინდოდა ფერეიდნელი ქართველების გადაღება, ახლა ეს ძალიან მარტივია. თუმცა მაშინ, როცა ეს მე მინდოდა წლების წინ, ძალიან რთული იყო.
რაც შეეხება ოპერატორს, ვისთან ერთადაც იქ წავედი, მაშინ არ ვიცოდი, რომ ჩემი სიყვარულის დიდ მოგზაურობაშიც მივდიოდი. ეს ორი დიდი ტალღა ერთმანეთს, რომ შეერწყა იმიტომაც გამოვიდა ჩემი აზრით, არც თუ ისე ცუდი ნამუშევარი.
ახლა, რომ ვუყურებ ფერეიდანს ბევრი რამ არის შესაცვლელი, მაგრამ ეს ჩემი სიყვარულის ამბავია ტელევიზიასთან და კაცთან, რომელსაც ცისფერი თვალები ჰქონდა. იგი ჩემი თვალებით უყურებდა სამყაროს, იმას რაც უნდა გადაგვეღო და ეს გვაერთიანებდა.
ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ ადამიანებს შეიძლება ერთმანეთი ისე უყვარდეს, რომ ღრუბელზე მჯდომარედ გრძნობდეს თავს. ჩვენ ვიყავით ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანები, მაგრამ ერთ ენაზე ვსაუბრობდით“, - ამბობს მაია ასათიანი.
მან ასევე გაიხსენა საყვარელ მამაკაცთან დაკავშირებით ერთ-ერთი ისტორია:
„ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ, როცა სახლში მიმიყვანა, იმ დროს მთელ ქალაქში ეკიდა ჩემი ბილბორდი, სადაც მეცვა წითელი კაბა და შავი გრძელი თმა მქონდა გაშლილი. სახლში, როცა მივედით, მთელ კედელზე ეკიდა ეს ჩემი ბილბორდი და დღემდე ვერ ვხვდები, როგორ აძვრა, ის შუშა როგორ გააღო, ჩამოხსნა და კედელზე გააკრა 2 საათში - მხოლოდ იმიტომ, რომ მე გამეღიმა...
ეს სიყვარული 9 წელი გაგრძელდა და მე მას შემდეგ არ მყვარებია. სულ ვეკითხები ჩემ თავს, იმიტომ რომ სიყვარულის რესურსი არ მაქვს და ყველა რესურსი გადარჩენას მოვახმარე, თუ იმიტომ რომ ყველა კაცში მას ვეძებ“, - ამბობს მაია ასათიანი.
მაია ასათიანმა ასევე ისაუბრა, ამ სიყვარულის დასრულების მიზეზზე და როგორც თავად ამბობს, ეს სიყვარული ყოფასთან შეუსაბამო სიყვარული იყო, რომელიც ქორწინებით ვერ დასრულდებოდა.
„ჩვენი სიყვარული იყო, ყოფასთან შეუსაბამო ვერაფრით დასრულდებოდა ეს სიყვარული ქორწინებით. მე სამზარეულოში სადილის მომზადებით და ის მამაკაცური მოძრაობებით ერთად გაცამტვერდებოდა ის მაგია, რაც ჩვენ ირანის უდაბნოში ვიგრძენით. დღემდე ცისარტყელას, რომ ვხედავ ის მახსენდება, სიყვარულით აღარ მიყვარს...“, - იხსენებს მაია ასათიანი.
ვიდეო ნახეთ აქ 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემთვის ბედნიერება სიყვარულია, ხოლო სიყვარული ღმერთი“ - რას ჰყვება დათო ევგენიძე