Digest Logo

„მაიკოსთან ქორწინება იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, ჩვენი სიყვარულის ნაყოფი, სანი, კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს სიყვარულს…“ – ანდრია გველესიანისა და მაიკო ვაწაძის ოჯახური ბედნიერება

1784739291
 ანდრია გველესიანი

მსახიობი, მუსიკოსი და მომღერალი ანდრია გველესიანი ქართველი მაყურებლისთვის ცნობილი ფიგურაა. 

ანდრია გველესიანისა და მაიკო ვაწაძის წყვილს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ. წყვილმა ერთმანეთი 2014 წელს, თეატრალურ უნივერსიტეტში გაიცნო და მათი სიყვარულის ისტორიაც ასე დაიწყო. ანდრიამ და მაიკომ ერთად რამდენიმე სპექტაკლშიც ითამაშეს და მათი თქმით, ყველაზე მეტად ის უყვართ, რომელშიც რომეოს და ჯულიეტას როლები მოირგეს.  წყვილს ერთი შვილი ჰყავს, რომელსაც სანი ჰქვია. 

ოჯახისა და მეუღლის შესახებ ანდრია გველესიანი  ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს:

„მაიკოსთან ქორწინება იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე სწორი და ბედნიერი გადაწყვეტილება. მადლობა უფალს, რომ ჩვენ შევხვდით ერთმანეთს, საერთო პროფესიამ დაგვაკავშირა. მაიკო არის საუკეთესო დედა და მეუღლე, ჩემი ერთგული, უღალატო მეგობარი. ჩვენი სიყვარულის ნაყოფი, სანი, ჩვენი ვარსკვლავბიჭუნა, კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს სიყვარულს…“, - ჰყვება მომღერალი.