რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ, დეპუტატი ხათუნა სამნიძე საქართველოში გამოჯანმრთელებული დაბრუნდა.
რთული პერიოდის შესახებ იგი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.
„რაღაც პერიოდი ეჭვი იყო ამ დიაგნოზზე. იმდენად დარწმუნებული ვიტყვი, რომ მსგავსი არაფერი მექნებოდა, ამ ეჭვს ახლოსაც არ ვიკარებდი. ძალიან ჯანსაღად ვცხოვრობდი, ძლიერი ვიყავი ფიზიკურად, ვვარჯიშობდი, ბევრს დავდიოდი ფეხით, ენერგიის ნაკლებობას არ ვუჩიოდი, თავს კარგად ვგრძნობდი, ამიტომ, როცა ეჭვი აიღეს, არ დავიჯერე, ჩავთვალე, რომ შეცდომა იყო.
დაიწყო კვლევები და დაადგინეს, რომ ნამდვილად ის იყო, რაზეც ეჭვი ჰქონდათ. მახსოვს, რომ თავისით მოდიოდა ცრემლები. ახლაც მიჭირს ამ მომენტის გახსენება…“, - ამბობს იგი ჟურნალ „თბილისელებთან.“
ცნობისთვის, მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, შემდეგ საქართველოში ოპერაცია გაუკეთეს, მერე კი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც მეგობართან ცხოვრობდა და ქიმიოთერაპია გაიკეთა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕გიორგი მახარაძემ იმიჯი შეიცვალა - ფოტოები
⭕„შენს გამო მინდა, სიცოცხლის გზებზე ერთი ათასად სიკეთე ვთესო“- თათია თექთურმანიძის ოჯახური კადრები