Digest Logo

„მამაჩემი ძალიან კარგ თანამდებობაზე იყო, მეც ნიჭიერი ბავშვი ვიყავი და ამან ხელი შემიწყო“ - თიკა ჯამბურია კარიერის დასაწყისზე

1792060528
თიკა ჯამბურია

მომღერალი თიკა ჯამბურია პოდკასტის „სარკასტიკა“ სტუმარი იყო, სადაც ბულინგზე, პირად გამოცდილებაზე, მუსიკალურ კარიერასა და საკუთარ თავთან დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

როგორც მომღერალი ამბობს, მას ხშირად უფიქრია, რატომ ხდება ბულინგის სამიზნე. მისი აზრით, შესაძლოა, ადამიანებს ის თავისუფლება და განსხვავებულობა აღიზიანებდეთ, რომლის გამოხატვასაც თავად ვერ ბედავენ.

„მართლა მიფიქრია ამაზე და ერთადერთი პასუხი მაქვს: ალბათ, ადამიანებს არ მოსწონთ ის ადამიანი, რომელიც მისგან განსხვავებულ რაღაცას აკეთებს, თავისუფალია. თვითონაც უნდათ, რომ ჩემნაირი თავისუფალი ტიპები იყვნენ და რაღაცების გაკეთებას ვერ ბედავენ, ეს კი აღიზიანებთ“, – ამბობს თიკა ჯამბურია.

მომღერალი მიიჩნევს, რომ საკუთარი ცხოვრების სხვისი მოსაზრებების გამო შეცვლა გამოსავალი არ არის. მისი თქმით, დღეს უფრო თავდაჯერებული და თავისუფალია, ვიდრე წარსულში.

„დღევანდელი თიკა უფრო მომწონს, რადგან უფრო თავდაჯერებული ვარ, უფრო თავისუფალი, უფრო მხიარული და ბევრი რამისგან განთავისუფლებული. მაშინ პატარა ვიყავი და ალბათ, ყველაფერი უნდა გამომევლო, რომ დღეს ასეთი ვყოფილიყავი. ზოგადად, ჩემი თავი ყველა დროში მიყვარს“, – აღნიშნავს მომღერალი.

გადაცემაში თიკა ჯამბურიამ მუსიკალურ კარიერაზეც ისაუბრა. მეორე პროფესიასაც შეეხეო, რომ კონდიტერის კურსებიც გაიარა, თუმცა მისი თქმით, სცენა კვლავ ის სივრცეა, სადაც თავს ყველაზე ბედნიერად გრძნობს.

„ჩემი კომფორტის ზონა მაინც სცენაა და ბედნიერებაც სცენაა. უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, ბევრი კონცერტი რომ მქონდეს და ჩემი სამსახური და შემოსავლის წყარო კონცერტები იყოს. სამყარო აუცილებლად გიგზავნის ყველაფერს, მათ შორის დაცემებსა და ტკივილებს, იმისთვის, რომ მიხვიდე იქამდე, საკუთარი თავი იპოვო და შედგე“, – აღნიშნავს თიკა ჯამბურია.

ამასთან, მომღერალი ხაზს უსვამს, რომ არ ეთანხმება ყველაფრის მსხვერპლის როლიდან შეფასებას და მიიჩნევს, რომ ადამიანის ცხოვრებაში ყველა მოვლენა მისივე არჩევანისა თუ ქცევის შედეგი არ არის.

✕