Digest Logo

„მარად ასეთი ლამაზი და ახლგაზრდა მენახე“ - ეკა კახიანი 62 წლის გახდა, როგორ მიულოცეს შვილებმა დაბადების დღე

1768549560
ეკა კახიანი იუბილარია -

ყველასათვის საყვარელი მომღერალი და მსახიობი ეკა კახიანი იუბილარია, იგი 62 წლის გახდა. სოციალურ ქსელში, დედას დაბადების დღეს ულოცავენ შვილები; ნინი ბადურაშვილი და ქეთო თოფურიძე.

„გილოცავ დაბადების დღეს, მარად ასეთი ახალგაზრდა და ლამაზი მენახე“, - წერს ნინი ბადურაშვილი.

„ჩემი ყველაზე დიდი სიყვარულის დაბადების დღეა, გილოცავ დედი“, - წერს ქეთო თოფურიძე.

აღსანიშნავია ისიც, რომ წლების მანძილზე მომღერალი იდეალურ ფორმას ინარჩუნებს. ეკა კახიანი საქართველოს სახალხო არტისტის, იმედა კახიანის შვილია.