
მომღერალი მარიამ ელიეშვილი უკვე რამდენიმე თვეა, რაც საცხოვრებლად მეუღლესთან, აშშ-ში გადავიდა.
იგი ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან. ამჯერად, მარიამი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს და როგორც მის მიერ გამოქვეყნებული ფოტოდან ჩანს იგი ორსულადაა.
„ჩემი ცხოვრება დაოჯახების შემდეგ კიდევ უფრო ლამაზი და საინტერესოა. კარიერული თვალსაზრისითაც, ჩემს მეუღლესთან ერთად, უფრო ბევრს ვაკეთებ და ვფიქრობ, რომ ოჯახურ ცხოვრებასაც და პროფესიულ საქმიანობასაც შეძლებისდაგვარად, ღირსეულად ვუძღვები. მგონი, გამომდის, რომ ყურადღება არცერთს არ მოვაკლო“, - ამბობს მარიამი ერთ-ერთ ინტერვიუში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ეს არსება არის მოძალადე, გინდათ ძალადობის ფაქტები მოვყვე?“ - რას წერს ანი გიუნტერი
⭕„წვიმა და ელჭექი“ - როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში