6 იანვარს, ტელეწამყვანი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე იუბილარი იყო, იგი 46 წლის გახდა. მან დაბადების დღე მეგობრებისა და ოჯახის წევრების წრეში გადაიხადა. განსაკუთრებული ყურადღება ნოეს მეუღლეს მიმართ დამოკიდებულებამ მიიქცია. მან ჯანეტს მადლობა გადაუხადა ყველაფრისთვის, რასაც მისთვის და ოჯახისთვის აკეთებს.
„ეს დღე ბოლომდე ეკუთვნის ჯანეტს, იმიტომ, რომ მას ვემადლიერები, თუ რაიმე დღეს გამაჩნია და თუ რაიმე დღეს მიხარია", - ისმის კადრებში.
ცნობისთვის, ნოე სულაბერიძე 2019 წლის ივნისში დაქორწინდა ჯანეტ ქერდიყოშვილზე, მათ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს. ქორწილი ტრადიციული მოტივებით იყო გაფორმებული, თავად სიძე-პატარძალსა და მათ მეჯვარეებს კი ტრადიციული ქართული სამოსი ეცვათ. წყვილს ორი საერთო შვილი ანნა და ელი ჰყავთ.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„დღის დაწყებისას სხეულს პირველ რიგში წყალი სჭირდება“ - არუნ ხათრის რჩევები
🔵„შენ გაგიმარჯოს ჩემო უფლის საჩუქარო“ - ნატო გელაშვილი შვილიშვილს დაბადების დღეს ულოცავს