ქართველმა მოდელმა მატილდა გვარლიანმა მოდის ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება უკვე შეძლო. მატილდას არაორდინარული სილამაზე კი ყოველთვის იქცევს გარშემომყოფთა ყურადღებას.
როგორც თავად ამბობს, გაყოფილი კბილები ერთ დროს მას აკომპლექსებდა, მაგრამ ახლა თვლის, რომ სწორედ არასტანდარტული სახე გახდა მისი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი და ის სხვადასხვა დროს ისეთ დიდ ბრენდებთან თანამშრომლობდა, როგორებიცაა: Valentino, Fendi, Nafnaf, Dolce & Gabbana და სხვ. გასულ წელს კი ნიდერლანდური Vogue-ის გარეკანზეც მოხვდა.
ამჯერად მატილდა Holidaymagazine-ს გარეკანზე გამოჩნდა. მოდელი ახალი ნომრის კამპანიასაც ესწრებოდა და ინსტაგრამზე ფოტოებიც გააზიარა.
როგორც თავად მოდელი არაერთ ინტერვიუში აღნიშნავს, ეს პროფესია მისთვის ბავშვობიდან საოცნებო იყო: „მთელი ბავშვობა მიზნად მქონდა დასახული, რომ როცა გავიზრდებოდი, უნდა ვყოფილიყავი მოდელი. 12 წლის ვიყავი, როდესაც look Models Managment-ის ცეკვის მასწავლებლის მეგობარი შემხვდა სალონში. შემომთავაზა ნინო ცქიტიშვილის სააგენტოში მისვლა, რომელიც, მისი თქმით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც წარმატებით მუშაობდა. რა თქმა უნდა, დავინტერესდი და მივედი. ძალიან პატარა ვიყავი და ასაკიდან გამომდინარე გადავწყვიტე, ცოტა ხანს დამეცადა. 14 წლიდან მივედი სააგენტოში. მესამე გაკვეთილზე უკვე გადავიღეთ თამუნა ინგოროყვას „ლუქბუქი“. სააგენტოში 14 წლის უფრო მომზადებული მივედი, განსაკუთრებულად გავაძლიერე ენების შესწავლა, რაც მოდელს ძალიან სჭირდება. 12 წლისამ იქ ჩემი ტოლი გოგონები ვერ ვნახე“, - ამბობდა მატილდა ერთ-ერთ ინტერვიუში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕უბედური შემთხვევა თბილისში - მიწისქვეშა გადასასვლელში ტურისტი შემთხვევით ჩავარდა და დაიღუპა
⭕რატი იონათამიშვილი მამა გახდა - ცნობილია, რა დაარქვა წყვილმა შვილს