მომღერალი ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ ცნობებს ეხმაურება, თითქოს მან ოჯახი შექმნა. მომღერალი კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ჭორებს.
ამასთან მომღერალი სოცქსელში არსებულ იმ გვერდებს აკრიტიკებს, რომლებიც მსგავსი შინაარსის ყალბ ამბებს გამომწერებისა და ინტერაქციის მოსაპოვებლად ავრცელებენ. მომღერლის თქმით, მსგავსი უპასუხისმგებლო ქმედება მიუღებელია და წერს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სამართლებრივი გზით იმოქმედებს.
„მერამდენედ შეიძლება ამ სიცრუის გავრცელება?! ვინ მოგცათ ამის უფლება? დამირეკეთ? დამიდასტურებია ოდესმე თქვენთვის რამე მსგავსი?
ლაიქებისა და გამომწერების დასაგროვებლად ნუ თავხედობთ! წესით, თქვენ უნდა ისჯებოდეთ სიცრუის გავრცელებისთვის!
არ გავთხოვილვარ და მაცადეთ ცხოვრება!!! ნუ შემჭამეთ, თორემ ბოლოს ნამდვილად არ დამეზარება და გიჩივლებთ! ამოხვედით ყელში უკვე!!!“, - აცხადებს მომღერალი.


⭕ ასევე დაგაინტერესებთ: