
შორენა ბეგაშვილი თავის გადაცემაში „შორენას ეფექტი”, თავის თავგადასავალს ჰყვება, როდესაც 13 წლის ასაკში ოჯახის შექმნის მიზნით 24 წლის კაცმა სცადა მისი მოტაცება.
შორენამ სახლიდან გაპარვა შეძლო.
„13 წლის ვიყავი, როცა მეგობართან ერთად გზაზე მივდიოდი, მანქანა მოგვიახლოვდა, მომიტაცეს. ის კაცი ჩემზე 11 წლით უფროსი იყო. კახეთის ერთ-ერთ სოფელში წამიყვანეს. იმ ღამეს, დიასახლისმა როცა ჩემი ასაკი გაიგო, ჩემთან დაწვა.
ცოლის მოყვანა აღნიშნული იყო, სუფრა კი გაშლილი…
გამთენიისას სიცივემ გამაღვიძა, კარი ჩუმად გავაღე და გამოვიპარე. ღობეზე გადავძვერი, სოფელი თვალის დახამხამებაში დავტოვე.
სანამ ავტობუსი ჩამოივლიდა, ბენზინგასამართ სადგურზე, მაგიდის ქვეშ დამმალეს. მე, 13 წლის ბავშვმა უარი ვთქვი 24 წლის კაცის ცოლობაზე.” – ჰყვება შორენა ბეგაშვილი.