Digest Logo

„მე მიყვარს ჩემი შვილები, მაგრამ შვებულების დღეები საკუთარი თავისთვისაა, იმისთვის, რომ უბრალოდ დავისვენო“ - დავით კეზერაშვილის ცოლი ოჯახსა და პირადზე

1696414925
კეზერაშვილი და სოფო

ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა citizen-femme მაკიაჟის ბრენდის, Code 8 Beauty- ს დამფუძნებელს,სოფო ჩიქოვანს ესაუბრა და ინ­ტერ­ვი­უს აქ­ვეყ­ნებს. რუბ­რი­კაში, "რო­გორ აკე­თებს ის ამას", სოფიამ ისაუბრა ოჯახის, ბრენდის, მოგზაურობისა და საკუთარი თავისთვის დროის დათმობის მნიშვნელობაზე.

„ის სამი შვილის ძალიან დაკავებული დედაა, გვიყვება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დრო მხოლოდ საკუთარი თავისთვის, ყოველდღიურობაში ცხოვრებისა და მოგზაურობის შესახებ (შვილებთან ერთად ან მის გარეშე)“, - წერს გა­მო­ცე­მა.

მოგვიყევი ცოტა რამ თქვენს შესახებ

მე ვარ Сode8 Beauty- ს მფლობელი და კრეატიული დირექტორი, რომელიც ოთხი წლის წინ დავაარსე. ბოლო 10 წელია მე და ჩემი ოჯახი ლონდონში ვცხოვრობთ, ჩვენს სამ შვილთან, ასაკით: 21-16-7 წლის. ლონდონამდე, საქართველოში ვცხოვრობდით, საიდანაც მე და ჩემი მეუღლე ვართ.

მუშაობა 19 წლის ასაკში დავიწყე, ყოველთვის მინდოდა, შემეთავსებინა უნივერსიტეტი და სამსახური.

2001 წელს ინტერიერის დიზაინის კომპანია დავაარსე. დიზაინითა და არქიტექტურით ყოველთვის მოხიბლული ვიყავი. დღემდე, ორივე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩემს ცხოვრებაში, შემიძლია საათობით ავარჩიო ახალი დეკორი სახლში.

2017 წელს შევაბიჯე კოსმეტიკის სამყაროში, 2019 წელს კი Code8 - ის გამოშვება დავიწყე.

 

რა გაძლევს კარიერაში ინსპირაციას?

გამოწვევები და პატარა წარმატებული მომენტები,ამის გარეშე რთულია დარჩე მოტივირებული და გაიზარდო, როგორც პიროვნება, ძალისხმევას არ ვიშურებ სირთულეების დასაძლევად, ეს იქნება ოჯახი, თუ კარიერასთან დაკავშირებული.

 

სამი რამ, რაც გეხმარებათ დროის გადანაწილებაში?

ჩემი მობილური ტელეფონი, მაგრამ კომფორტული ფეხსაცმლის და ჩემი ნოუთბუქის გარეშე, ალბათ ვერ გადავრჩებოდი.

 

რომ შეგეძლოს შენი წარსული პიროვნებისთვის ერთი რჩევა მიგეცა , რა იქნებოდა ეს? 

მიუტევე საკუთარ თავს, იპოვო ბალანსი, რთულია, მაგრამ დარწმუნდი, რომ ყურადღებას ამახვილებ იმაზე, რაც ბედნიერს გაგხდის.

ჩემი ბიზნესი, ჩემი მეოთხე შვილია, მას სჭირდება სიყვარული, ზრუნვა და ყურადღება, ისევე ძალიან, როგორც ჩემ რეალურ შვილებს. ჩემი შვილები ნამდვილად იაზრებენ, რომ მე „ვორკაჰოლიკი“ დედა ვარ და ისინი მხარს მიჭერენ, ამაყობენ ჩემით, რაც სამყაროს ნიშნავს ჩემთვის.

 

შეიცვალა თუ არა შენი კარიერული მიზნები და მისწრაფებები, როცა „ვორკაჰოლიკი“ დედა გახდი?

როცა ჩემი შვილი გაჩნდა, 25 წლის ვიყავი, ინტერიერის დიზაინის კომპანიაც იმავე წელს დავაარსე, ჩემი ოჯახი და კარიერა ერთად „იზრდებოდა". ეს უბრალოდ ასე მოხდა, წარმატებულად. წარსულში რომ გადავხედო, ვიტყოდი, რომ უსარგებლოდ ბევრს არ ვფიქრობდი, ამის დრო არ მქონდა - რაც ნამდვილად საუკეთესო იყო.

საშუალება რომ გქონდეს, შეცვალო ერთი რამ „ვორკაჰოლიკი“ დედებისთვის, რა იქნებოდა ეს?

შევამცირებდი სკოლიდან მოსულ უამრავ შეტყობინებას. მარტივი არ არის სამი ბავშვი და სამი სხვადასხვა სკოლა, ეს ნიშნავს უთვალავ წერილს, ელფოსტას ადმინისტრაციიდან, მით უმეტეს, როცა  ყოველდღე ვმუშაობ.

რას აკეთებ თავისუფალ დღეს შენი თავისთვის?

ვცდილობ, ყოველ დღე ისე ვიცხოვრო, როგორც „ჩემი თავისთვის განკუთვნილი დღე“ თუნდაც ვიყო მარტო, ან ოჯახთან, ოფისში. თუ მარტო ვარ, ეს დამოკიდებულია ჩემს განწყობაზე, შეიძლება მინდოდეს შოპინგი, უბრალოდ სახლში ყოფნა და წიგნების კითხვა, ან სერიალების ყურება. გააჩნია როგორ ვგრძნობ თავს დღის განმავლობაში, დაგეგმვა დიდად არ მხიბლავს, მომწონს  ახლა, ამ მომენტით ცხოვრება.

სად არის შენი საყვარელი ადგილი?

გაპრანჭული ადგილების დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ მიყვარს დახვეწილი საკვები. ჩვენს ხასიათზეა დამოკიდებული, ეს შეიძლება იყოს Los Mochis ლონდონში.

მოგვიყევი საუკეთესო უქმეებზე, შენს შვილებთან ერთად.

მე მიყვარს ჩემი შვილები, მაგრამ შვებულების დღეები საკუთარი თავისთვისაა, იმისთვის, რომ უბრალოდ დავისვენო. პან­დე­მი­ის დროს გაგ­ვი­მარ­თლა, რადგან გვქონ­და ნავი, რო­მ­ლი­თაც კვიპ­როს­სა და ამალ­ფის სა­ნა­პი­როს გარ­შე­მო ვცუ­რავ­დით.

რჩეული სასტუმრო, შვილებით ან შვილების გარეშე?

hotel costes პარიზში, ასევე four seasons ფლორენციაში.

საუკეთესო რჩევები ლონდონისთვის ბავშვებთან ერთად.

ამჟამად ჩემი შვილები ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე არიან, მაგრამ უფროსი შვილი ლონდონის ისტორიულ მუზეუმს და ეროვნულ გალერეას სტუმრობს. 

ბავშვებთან ერთად მოგზაურობისას საჭირო ნივთები?

შენი საჭირო ნივთები მოგზაურობისთვის?

სახის კანის მოვლის საშუალებები, ფეხსაცმლის სხვადასხვა არჩევანი და სათვალეები.

როგორ აისახება მოგზაურობა თქვენს შვილებზე?

მოგზაურობას ყოველთვის მოაქვს სარგებელი, არ აქვს მნიშვნელობა შენს ასაკს, ახალი ადგილების და კულტურის აღმოჩენა, მათი სამზარეულოს, ბუნების და ცხოვრების სტილის შეცნობა, ბავშვებს გარკვეულ განათლებას აძლევს, თუ როგორ ცხოვრობენ სხვები და ასწავლის მათ სხვადასხვა ჩვევების, რწმენისა და ცხოვრების წესის მიღების მნიშვნელობას.

სამოგზაურო ნივთები ბავშვებისთვის?

ჯადოსნური გასაფერადებელი წიგნები, მზისგან დამცავი კრემი, ქუდი, აიპადი და სასუსნავები.

საოცნებო დასასვენებელი ადგილი ოჯახისთვის და რატომ?

პერუ. ჩემი რჩეული მწერლის, მარიო ვარგასის დამსახურებით, ის, თუ როგორ აღწერს მის ნოველებში პერუს, მინდებაა ამ წამსვე ჩავჯდე თვითმფრინავში. ვოც­ნე­ბობ, ბელ­მონდ ჰი­რამ ბინ­გჰე­მის მა­ტა­რებ­ლით კუს­კო­დან წმინ­და ვე­ლის გავ­ლით მაჩუ-პიქჩუს შე­სას­ვლე­ლამ­დე ვიმ­გზავ­რო.

იტალია ჩემი საყვარელი ადგილია მოგზაუროობისთვის, არ აქვს მნიშვნელობა სეზონს და ქალაქს. გამორჩეულად მიყვარს ფლორენცია.

საუკეთესო რჩევა, რაც შეგიძლია მისცე სხვა დედებს.

იყავით მომთმენი და ეცადეთ სტრესმა  ზეგავლენა არ იქონიოს. როცა სტრესი გაქვთ, ეს ერთდროულად აისახება შენს სამუშაოსა და ოჯახზე . ყოველთვის მარტივი არ არის, მაგრამ უნდა ვეცადოთ დავაბალანსოთ ოჯახი და სამუშაო იმდენად, რადენადაც შესაძლებელია. ბედნიერი და ენერგიით სავსე დედის ხილვა, ბავშვის ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება, მოტივაციით ავსებს და აბალანსებს მათ.

ყოველთვის გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის და არ იგრძნოთ თავი დამნაშავედ, თუ შვებულებას ბავშვების გარეშე გაატარებთ.

ბევრ დედას, ასეთი რაიმეს გაკეთებაზე არც კი უოცნებია,მაგრამ  გარ­წმუ­ნებთ, ამას და­ა­ფა­სებთ, რო­გორც კი ნა­ხავთ, თუ რა სარ­გე­ბე­ლი მო­აქვს ამ ყვე­ლა­ფერს თქვე­ნი დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ.

როგორ აკეთებთ ამ ყველაფერს?

უბრალოდ გააკეთე ეს. მიჰყევი დინებას, მე მომიწია ასე მოქმედება, რაც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა „სტრატეგიის არ ქონა = სტრატეგიას“

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩემს მშობლებს არასდროს ჩაუნერგავთ შიში, არ მქონია ფობია“- გაიცანით გველთან და აფრიკულ ლოკოკინებთან ერთად მცხოვრები გოგო

თბილისში შესაძლოა M3, N2 და N3 სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა 8:00-11:00 და 17:00-20:00 საათებში აიკრძალოს