Digest Logo

მეგან მარკლი და მალალა იუსუფზაი ერთი იდეის გარშემო გაერთიანდნენ - რა ინიციატივა წამოიწყეს მათ?

1792489975
მეგან მარკლი

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატ მალალა იუსუფზაისთან ერთად გოგოების განათლების ხელშეწყობის ინიციატივას შეუერთდა. საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც გოგოებს უფლებებს ეძღვნება, მეგანმა განაცხადა, რომ მისი ცხოვრების სტილის ბრენდის, As Ever-ის, მურაბებისა და ჩაის გაყიდვიდან მიღებული წმინდა შემოსავლის 100% მალალას ფონდს გადაერიცხება.

მეგანისა და მალალას ერთობლივი ინიციატივის მიზანია, რაც შეიძლება მეტ გოგონას ჰქონდეს წვდომა უფასო, უსაფრთხო და ხარისხიან განათლებაზე. პროექტი მეგანისა და პრინც ჰარის საქველმოქმედო საქმიანობასთან დაკავშირებული ორგანიზაციის, Archewell Philanthropies-ის, პარტნიორობით ხორციელდება.

„როდესაც დღევანდელ გოგოებს მხარს ვუჭერთ, ხვალინდელ ქალებს ვაძლიერებთ. განათლებაზე წვდომა ამ შესაძლებლობის გასაღებია“, - ნათქვამია მათ ერთობლივ განცხადებაში.

რას საქმიანობს „მალალა“ ფონდი?

„მალალა“ ფონდი 2013 წელს დაარსდა და გოგონების განათლების უფლების დაცვაზე მუშაობს. ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყანაში მხარს უჭერს ინიციატივებსა და პოლიტიკას, რომლებიც გოგოებისთვის განათლების ხელმისაწვდომობას აუმჯობესებს. ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა იმ ბარიერების შემცირება, რომლებიც გოგონებს სწავლის გაგრძელებაში უშლის ხელს. 

მეგან მარკლმა დამატებით კიდევ ერთი საქველმოქმედო თანამშრომლობაც დააანონსა. მან ორგანიზაცია Moms Offering More-თან ერთად შექმნილი სპეციალური მაისური წარადგინა, რომლის გაყიდვიდან მიღებული თანხაც აშშ-სა და კანადაში მოწყვლადი ახალგაზრდებისა და ოჯახების მხარდაჭერას მოხმარდება. მაისურის სახელოზე წარწერაა: „ეს პატარა რაღაცებია“.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Meghan, Duchess of Sussex (@meghan)

✕