ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე Apple TV-ის პოპულარული ბრიტანული სერიალის, Slow Horses-ის მეშვიდე სეზონში ითამაშებს. ამის შესახებ OK! Magazine წერს.
სერიალში მთავარ როლებს გარი ოლდმანი და ჯეკ ლოუდენი ასრულებენ. ახალ სეზონში ნინიძესთან ერთად ტუპენს მიდლტონს, ვარადა სეთუს, ითან მურჰაუსსა და ჯოშუა მაკგუაირსაც ვიხილავთ.
მერაბ ნინიძე სერიალის მეექვსე სეზონშიც მონაწილეობდა - ის „კაგებეს“ მაღალჩინოსნის, ვასილი რასნოკოვის პერსონაჟს ახმოვანებდა. ჯერჯერობით უცნობია, რა როლს შეასრულებს ქართველი მსახიობი ახალ სეზონში.
Slow Horses ჯაშუშური დრამაა, რომლის სიუჟეტიც ბრიტანეთის დაზვერვის, MI5-ის თანამშრომლების გარშემო ვითარდება. მეშვიდე სეზონი მიკ ჰერონის რომანს, Bad Actors-ს ეფუძნება.


