
მომღერალ ნინი ბადურაშვილსა და ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის ურთიერთობაზე ბევრი საუბრობდა. როგორც ცნობილია, ისინი კლასელები იყვნენ და ადრე გიორგის ნინი მოსწონდა, თუმცა საბოლოოდ მეგობრებად დარჩნენ.
ნინი რადიო „ფორტუნა პლიუსის“ გადაცემა „ვიზიტორში“ სტუმრობისას, აღნიშნავს რომ გიორგი კარგი მეგობარია და მასთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.
„პირველი კლასიდან ერთად ვართ და არანაირად არ განიხილება როგორც სიყვარულის ობიექტი. გიორგის ჩემზე ისეთი მესიჯები მისდიოდა, ეუბნებოდნენ, რომ ურჩხული ვიყავი და ჩემგან დროზე გაქცეულიყო. არ გაიკარო, ეგ არის საშინელება, დაიღუპები გიორგი – წერდნენ. ერთად ვკითხულობდით ამ მესიჯებს.
თანაც ამ ეტაპზე არაფერია ჩემს პირადში ახალი, მინდვრის თაგვივით მარტო ვარ. არის გარკვეული სიმპათიები, თუმცა სერიოზული არაფერი”, – ამბობს ბადურაშვილი.