მსახიობის და ტელეწამყვანის გიორგი გასვიანის მეუღლემ მარიტა მელიქიშვილმა წამყვანის როლი „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში მოირგო. მან ჟურნალისტ მაკა რაზმაძის გამოწვევა მიიღო და გადაცემა „ჩაი“ მის ნაცვლად წაიყვანა.
„მივიღე გადაცემის ავტორის, მაკა რაზმაძის გამოწვევა და გადაცემა „ჩაის“ წავიყვან მე, მოწვეული წამყვანი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი. ამ შანსის გამოყენება ჩემთვის დიდი პროფესიული გამოცდილება იქნება, რომელსაც მე ამავდროულად, გამოვიყენებ, როგორც ახალბედა დედა და გადაცემის თემაც სწორედ ახალგაზრდა დედებისთვის შევარჩიე. ვთვლი რომ დედობა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც კი ცხოვრებამ შეიძლება გამოაცდევინოს ქალს“, – მიმართა მაყურებელს მარიტა მელიქიშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ
🔵„გამოვჯანმრთელდი და ისევ მზად ვარ ბრძოლისთვის! ვემშვიდობები ტერნოპოლს“ - უკრაინაში მებრძოლი ქართველი