Digest Logo

🎥 „მიყვარს „ლილოში“ ვაჭრობა, რადგან იქ არავინ იცის ვინ ვარ“ - ანასტასია ბენდუქიძე

1773148747
ანასტასია ბენდურქიძე

კახა ბენდუქიძის ქალიშვილი, ტელეწამყვანი ანასტასია ბენდუქიძე „საეჭვო კაცის“ პოდკასტში იმყოფებოდა სტუმრად. 

მან ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. როგორც იგი ამბობს მას უყვარს „ლილოს“ ბაზრობაზე სიარული და იქ ვაჭრობა.

„მე მიყვარს ფულის დაზოგვა. 

მაგ; ერთხელ ვიყავი ლილოში და ვიყიდე ძალიან ბევრი ხელოვნური ბანანი, ვაკეთებდი ტროპიკულ ღონისძიებას და მისთვის მჭირდებოდა. დიდი ლურჯი ჩანთა მქონდა, რომელიც სავსე იყო ბანანით, მოვიდა ვიღაც კაცი, რომელსაც ბანანის გამყიდველი ვეგონე. 

ძალიან მიყვარს ლილოში სიარული, რადგან იქ არავინ იცის ვინ ვარ. ასევე ვევაჭრები ხალხს, რადგან ვფიქრობ ლილოში უნდა ივაჭრო, ეს არის პროცესი. 

ასევე დავდივარ ბაზარშიც, თუმცა აქ ხალხს არ ვევაჭრები“, - ამბობს ანასტასია ბენდუქიძე. 

ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇