Digest Logo

„მიყვარს ქალებში ნაოჭების დანახვა“ - როგორ უვლის კანს კენდალ ჯენერი და რას ფიქრობს ის ბუნებრივ დაბერებაზე?

1792571891
კენდალ ჯენერი

სუპერმოდელი კენდალ ჯენერი დაბერების პროცესსა და კანის მოვლის საკუთარ რუტინაზე საუბრობს. როგორც ის გამოცემა Vogue-თან ინტერვიუში აღნიშნავს, მისთვის სილამაზე მხოლოდ ახალგაზრდული იერი არ არის და ის ბუნებრივ დაბერებასაც განსაკუთრებულად აფასებს.

ჯენერი აღიარებს, რომ ბოლო პერიოდში ჭაღარა თმა სწრაფად ემატება და ჯერჯერობით მის დაფარვას ცდილობს. სწორედ ამ თემაზე საუბრისას მოდელმა აღნიშნა, რომ არ სურს, ასაკის მატება ქალებისთვის სილამაზის დაკარგვასთან ასოცირდებოდეს.

„მიყვარს ქალებში ბუნებრივი ნაოჭებისა და ღიმილის ხაზების დანახვა. მსოფლიოს ულამაზესი ქალების ნაწილი სწორედ ბუნებრივად დაბერებით გამოირჩევა“, - ამბობს კენდალ ჯენერი.

მოდელისთვის კანის მოვლა მჭიდროდ არის დაკავშირებული როგორც საკუთარ თავზე ზრუნვასთან, ისე ასაკის მატების ბუნებრივად მიღებასთან. მისი თქმით, ცდილობს, კანი მაქსიმალურად დატენიანებული იყოს, თუმცა უპირატესობას ბუნებრივ იერს ანიჭებს.

„მინდა, კანი რაც შეიძლება ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს, ამიტომ ვიყენებ პროდუქტებს, რომლებიც მას ატენიანებს და სიმკვრივეს უნარჩუნებს. დაბერების საწინააღმდეგო ახალი აღმოჩენებიც მაინტერესებს, თუმცა ჩემთვის მთავარი მაინც ბუნებრიობაა. მიყვარს, როცა ქალი ბუნებრივად ბერდება და კანს საშუალებას აძლევს, თავისი ბუნებრივი პროცესი გაიაროს“, - აღნიშნავს მოდელი.

კენდალ ჯენერი კანის მოვლის რუტინაში კორეულ ბრენდ Anua-ს პროდუქტებსაც იყენებს. მისი თქმით, განსაკუთრებით მოსწონს ბრენდის PDRN Hyaluronic Acid 100 დამატენიანებელი კრემი, რომელიც კანის დატენიანებასა და ჯანსაღი, ბზინვარე იერის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული. ინფორმაციისთვის, PDRN, იგივე პოლიდეოქსირიბონუკლეოტიდი, ბოლო პერიოდში კორეული სილამაზის ინდუსტრიის ერთ-ერთ პოპულარულ ინგრედიენტად იქცა. როგორც სახის პლასტიკური ქირურგი, ექიმი ბაბაკ აზიზადე განმარტავს, კვლევებში ამ ნივთიერებას უკავშირებენ ანთებითი პროცესების შემცირებას, ახალი სისხლძარღვების წარმოქმნის ხელშეწყობასა და კანის ბუნებრივი აღდგენის პროცესების მხარდაჭერას.

მოდელი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აკნეს პრობლემა ისე ხშირად აღარ აწუხებს, როგორც ადრე, კვლავ ყურადღებით არჩევს პროდუქტებს, რომლებიც კანს ატენიანებს და გამონაყარის პროვოცირების რისკს არ ზრდის. 

ჯენერმა სილამაზის კიდევ ერთი ჩვევა გაამხილა, თვითმფრინავით მგზავრობის შემდეგ სახის ნიღბის გამოყენება. მისი აზრით, ფრენის შემდეგ კანის დამატებითი დატენიანება ნამდვილად სასარგებლოა.

„ფრენის ბოლოს სახის ნიღბის გამოყენებას ნამდვილად ვუჭერ მხარს. ვფიქრობ, რატომაც არა? ასე კანი უფრო დატენიანებული მგონია“, - ამბობს კენდალ ჯენერი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების შესახებ განცხადებას ავრცელებს

⭕8-წლიანი ციკლის მნიშვნელოვანი მომენტი: ძველი სიყვარული, ფინანსები და დაფარული სიმართლე - რა მოხდება 24 ოქტომბერს და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

⭕„მნიშვნელოვანია, პერსპექტიულ შეთავაზებებს უთხრათ: „კი, თანახმა ვარ!“ - თაკო მელიქიშვილი 21 ოქტომბრის ენერგიებზე

✕