Digest Logo

მოსკოვში წასვლის გამო ხვიჩა მაღლაკელიძემ მეგობრები დაკარგა - „დამიჯერეთ, აბსოლუტურად არ ველოდი ასეთ რეაქციებს“

1688456258
ხვიჩა მაღლაკელიძე

ხვიჩა მაღლაკელიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ვრცლად პასუხობს ყველა შეკითხვას, რომელიც მოსკოვში ქართველი გოგოს დაბადების დღეზე მის გამოსვლას უკავშირდება.

„მე მაქვს მორალური ვალდებულება ბევრი ადამიანის მიმართ, ვინც მე ადამიანად მაქცია, მაქცია მუსიკოსად, მსახიობად, შოუმენად, თუ რაც გინდა, დამარქვით და ვარ დღეს ის, ვინვ ვარ… და მათ შორის არის ის ადამიანი, ვისთანაც შვილის დაბადების დღეზე მოსკოვში ვიყავი ჩასული. დიახ, ვიყავი რუსეთში, მაგრამ რუსეთი ოკუპანტია და „პუტინ ხუილო“…

ხმა გავრცელდა, თითქოს ფული გადაგიხადეს და ამიტომ ჩახვედით მოსკოვში. ეს სიმართლეა?

მე იმ ადამიანმა თავის დროზე იმდენი გადამიხადა თავისი ადამიანობით და ჩემთვის ისეთი პატივი აქვს ნაცემი, მე თვითონ ავიღე ბილეთი, თავად დავჯავშნე სასტუმრო, ჩემი ხარჯით წავედი და წამოვედი. რომ ამბობენ, ხვიჩამ სუფრასთან დაუკრა და იმღერაო, ის უნდა გაგიკვირდეთ, რომ არ დავუკრა და არ ვიმღერო. ხვიჩა რომ სუფრასთან ზის და არ დაუკრავს, ე.ო. მკვდარია, გარდაიცვალა…

ალბათ, ნახეთ კომენტარები და გამოხმაურება, რაც გავრცელებულ ვიდეოს მოჰყვა. ყველაზე მეტად რამ გატკინათ გული?

ყველაზე მეტად მატკინა გული ორი ახლობელი, მეგობარი ადამიანის მონაწერმა პირადში. ძალიან გაბრაზებულმა მომწერეს ცუდი რაღაცები და დამბლოკეს. იმდენად არის ხალხი პოლიტიზებული და ამ დროს გარტყმაში არ არიან, არც კი იციან, რას წერენ.

დამიჯერეთ, აბსოლუტურად არ ველოდი ასეთ რეაქციებს. კიდევ ვამბობ, ხშირად მაქვს ასეთი ვიზიტები, არა რუსთან, არ პუტინთან, არამედ ჩემს ქართველებთან. სავარაუდოდ, სოსოს ფაქტორმა გამოიწვია ეს აგრესია, „სამშობლოს“, რომ მღეროდა. არადა, მე იმ დროს, გატიალებული მთვრალი, დინამიკთან ვიჯექი და ვქეიფეობდი. დილიდან დავიწყე სულ სხვა „სასტავში“ ქეიფი და რესტორანში მთვრალი მივედი, თუ მახსოვდეს, იქ ვინ იჯდა, მე მოვკვდე (იცინის).

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვინ ვინ არის“ მეორე სეზონის გამარჯვებული ფასკუნჯი გახდა - ვის ჰქონდა ფასკუნჯის ნიღაბი მორგებული

🔵🎥 „ჩვენი წყვილი ბევრად მეტია ვიდრე საეთერო წყვილი“ - აჩიკოსა და თიკას მრავალწლიანი მეგობრობის ისტორია

🔵🎥 „რაც წლები გადის, უფრო ბედნიერი ვარ და სულ რაღაც კარგის მოლოდინში ვარ...მთავარია ხელი არ ჩაიქნიო“ - მანანა თოდაძე

წყარო: fortuna.ge