Digest Logo

🎥 „მრავალჟამიერი“ და ქართული ცეკვები: სოხუმიდან დევნილი თორნიკე კვიტატიანის ზღაპრული ქორწილი მოსკოვში სოცქსელს იპყრობს

1789744304
თორნიკე კვიტატიანი

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის თასის მფლობელი, თორნიკე კვიტატიანი, პროფესიონალი მომღერალი არ არის, თუმცა რუსულ პროექტ „გოლოსში“ ასპარეზობის შემდეგ მისი პოპულარობა სპორტულ სამყაროს გასცდა. სოხუმში დაბადებული სპორტსმენის ცხოვრება დევნილობის სიმძიმითა და მამის ადრეული დაკარგვით დაიწყო, თუმცა დედის თავდადებამ მასში ურყევი ხასიათი და სითბო ჩამოაყალიბა.

სპორტული ხალიჩის, მძიმე ტრავმებისა და გამარჯვებების პარალელურად, მის ცხოვრებაში მუდამ მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა მუსიკას - ფანდურის, გიტარისა და ემოციური შესრულების წყალობით მან უამრავი მაყურებლის გული დაიპყრო, მოგვიანებით კი ძალები კინოსა და სატელევიზიო პროექტებშიც გამოცადა.

ამ რთული და წარმატებული გზის გვირგვინი კი მისი პირადი ბედნიერება გახდა. 2026 წლის ზაფხულში პარიზში, ეიფელის კოშკთან ხელის თხოვნის შემდეგ, თორნიკემ ჯვარი დაიწერა თავის რჩეულზე, ქართველ დიანა ქარდავაზე.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by დი (@di_kardava)

მედიაში გავრცელებული ცნობებით, დიანა კალუგაში დაიბადა და ამჟამად მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის {MGIMO} ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტია.

წყვილის გრანდიოზული, 350-კაციანი ქორწილი მოსკოვის მახლობლად, „ლაპინო ჰოლში“ გაიმართა. ღონისძიება ნამდვილ ქართულ ზეიმად გადაიქცა - „მრავალჟამიერის“ ჰანგებით, ტრადიციული ცეკვებითა და მოწვეული შემსრულებლების, მათ შორის სოსო პავლიაშვილისა და ბრენდონ სტოუნის სიმღერებით.

მომღერალთან ინტერვიუ წლების წინ ambebi.ge-მ ჩაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

თორნიკე კვიტატიანი: ომის დაწყების დღეს, 1992 წლის 15 აგვისტოს სოხუმში დავიბადე. სოხუმის აღების შემდეგ ჩემი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადმოვიდა. მშობლებს ეგონათ, რომ უკან დავბრუნდებოდით, მაგრამ ჩავრჩით რუსეთში. მოსკოვში მივედი ბაღში, სკოლაც აქ დავამთავრე, უნივერსიტეტიც. ვჭიდაობ რუსეთის ნაკრების სახელით. მოკლედ, დავრჩი რუსეთში.

- ქართულად ძალიან კარგად საუბრობთ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია რუსეთში ცხოვრობთ?

თორნიკე კვიტატიანი: მშობლების დამსახურებაა. მე და ჩემი და ერთმანეთში თუ რუსულად ვსაუბრობდით, დედაჩემი ორივეს ტუჩებში გვირტყამდა, გვეჩხუბებოდა, ქართულად ისაუბრეთო. ასევე, ყოველ ზაფხულს სკოლის დამთავრების შემდეგ, 3 თვე არდადეგებს თბილისში ბებიასთან და ბაბუასთან ვატარებდით. ამიტომაც მახსოვს კარგად ქართული ენა, თუმცა რუსული აქცენტი მაქვს.

- თქვენი ოჯახის შესახებ გვიამბეთ, ვინ არიან მშობლები?

თორნიკე კვიტატიანი: მოსკოვში ჩამოსვლიდან ათი წლის შემდეგ, 2002 წელს მამა გარდამეცვალა და დავრჩით მე, დედაჩემი და ჩემი და. იმ დროს ათი წლის ვიყავი და პატარა ასაკიდან დედა გვზრდიდა, ჩვენთვის დედაც იყო და მამაც. მუშაობდა, რომ არაფერი მოგვკლებოდა.

ფოტოზე: თორნიკე დედასთან და დასთან ერთად

ცნობისთვის, თორნიკე კვიტატიანი რუსული შოუბიზნესის წრეში საკმაოდ დაფასებული შემსრულებელია: