Digest Logo

მსახიობი ნოა უაილი ჟურნალმა People-მა 2026 წლის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელა

1793268062
ნოა უაილინოა უაილი

ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი ნოა უაილი ჟურნალმა People-მა 2026 წლის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელა. 

როგორც Euronews წერს, 55 წლის უაილი ER-ში ექიმ ჯონ კარტერის როლით გახდა ცნობილი, ბოლო წლებში კი წარმატებას HBO-ს სამედიცინო დრამით, The Pitt-ით მიაღწია, რომელშიც ექიმ მაიკლ „რობი“ რობინავიჩს განასახიერებს.

მსახიობის თქმით, როდესაც შეიტყო, რომ ჟურნალმა ეს ტიტული მიანიჭა, თავდაპირველად იფიქრა, რომ ხუმრობა იყო. მან აღიარა, რომ მსგავსი აღიარება არასდროს წარმოედგინა.

უაილის თქმით, გადაწყვეტილების მიღებაში მეუღლე, სარა უელსი დაეხმარა. მსახიობის განმარტებით, მისთვის მნიშვნელოვანი იყო მეუღლის აზრი, რომ ეს აღიარება მხოლოდ გარეგნობას კი არა, მის პიროვნულ თვისებებსაც უკავშირდებოდა - იმას, თუ როგორი მეუღლე და მამაა.

The Pitt-ში შესრულებულმა როლმა უაილის კარიერას ახალი წარმატება მოუტანა. მსახიობს სერიალში მუშაობისთვის არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის „ემის“ ჯილდოები. სამედიცინო დრამის მესამე სეზონის პრემიერა 2027 წლის იანვარშია დაგეგმილი.

ჟურნალ People-ის ტრადიცია, ყოველწლიურად დაასახელოს 1985 წელს დაიწყო. უაილი ამ ტიტულის მფლობელთა სიას შეუერთდა, რომელშიც არიან ჯორჯ კლუნი, იდრის ელბა, კრის ევანსი და პოლ რადი. 2025 წელს ტიტული მსახიობმა ჯონათან ბეილიმ მიიღო.

People-ის ახალი ნომერი, რომლის გარეკანზეც ნოა უაილი იქნება წარმოდგენილი, 9 ნოემბერს გამოვა.

✕