Digest Logo

მშობიარობიდან 2 თვის შემდეგ: სალომე ჭაჭუა ფორმაში ჩადგომის საიდუმლოს გვიზიარებს

1779869976
სალმე ჭაჭუასალმე ჭაჭუა

ცნობილი ქართველი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა, რომელიც ცოტა ხნის წინ დედა გახდა, საზოგადოებას პირად სიახლეებსა და სამომავლო გეგმებს უზიარებს. ამჯერად მან ყურადღება მშობიარობის შემდგომ პერიოდსა და ფორმაში ჩადგომის პროცესზე გაამახვილა.

როგორც მოცეკვავე განმარტავს, ის სასურველი შედეგის მისაღწევად აქტიურად ზრუნავს და კონკრეტული მიზანიც აქვს დასახული:

„მშობიარობიდან უკვე 2 თვე გავიდა, კიდევ ცოტაც დამრჩა ჩემს ძველ წონამდე. მიზანი: ივნისის ბოლომდე“, - წერს სალომე ჭაჭუა და სოციალურ ქსელში შესაბამის ვიდეოებსაც აქვეყნებს.

სასურველი ფიგურის დაბრუნების პროცესში მოცეკვავე აქტიურად მიმართავს ესთეტიკურ პროცედურებსაც და აღნიშნავს, რომ შედეგით თავადაც გაოცებულია: „როგორც უკვე იცით, ვიტარებ ანტიცელულიტურ მასაჟს. უკვე მეოთხე პროცედურაა და შედეგი დაუჯერებელია. აუცილებლად გაგიზიარებთ „მანამდე“ და „შემდეგ“ ფოტოებს“.

შეგახსენებთ, რომ სალომე ჭაჭუა, რომელიც პირად ცხოვრებას კამერებისგან განსაკუთრებით მალავს, პირველი შვილის სანდროს დაბადების შესახებ საზოგადოებას მხოლოდ ერთი თვის შემდეგ აცნობა:

„ჩემი სანდრო. მადლობა, უფალო, ამ უსაზღვრო სიყვარულისთვის“, - წერდა მოცეკვავე.