Digest Logo

🎥 „რატიმ და მაკამ სიურპრიზი მომიწყვეს“ - კომპოზიტორი ვაჟა დურგლიშვილი 78 წლის გახდა

1778765264
 ვაჟა დურგლიშვილი

ლეგენდარული კომპოზიტორი ვაჟა დურგლიშვილი 9 მაისს, 78 წლის გახდა.

იგი გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც საკუთარ დაბადების დღეზე და ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებზე ისაუბრა. 

„რატიმ და მაკამ სიურპრიზი მომიწყვეს, დაბადების დღე გადამიხადეს, ჩემი ყველა ნათესავი იყო და ძალიან გამახარეს. 

რატი სახლში ისმენდა ბევრ რაღაცას, მერე თვითონ აკეთებდა არანჟირებას. რატიმ თვითონ გაიკვლია გზა, ბევრი ჩემი სიმღერაც გადააკეთა და ამის წინააღმდეგი არ ვიყავი, უფრო უკეთესობისკენ წავიდა“, - ამბობს ვაჟა დურგლიშვილი.

მისმა შემოქმედებამ დროს გაუძლო და როგორც თავად ამბობს, ამის მიზეზი სწორად დაწერილი მუსიკაა: 

„ჩემი კურსელები მაძლევდნენ სტიმულს, მეტყოდნენ აბა რა ახალი მუსიკები დაგვიწერეო. ძალიან ბევრი კარგი სიმღერა დამაწერინა ასევე, მორის ფოცხიშვილმა“, - იხსენებს ვაჟა დურგლიშვილი.
 

ნახეთ, ვრცლად ვიდეო 👇

⭕  ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

„ჩემმა დეიდაშვილმა, რომელთან ერთადაც გავიზარდე, ისე განიცადა, რომ ცუდად გახდა...“ - რას იხსენებს ალექსანდრე ზაზარაშვილი