Digest Logo

ნათია თოდუას და დავით ზურაბაშვილის სიყვარულის ამბავი - „ჩვენი სიყვარულის ისტორია პანდემიის დროს დაიწყო…“

1666002940
ნათია თოდუა დაქორწინდა

მომღერალი ნათია თოდუა და მისი მეუღლე დავით ზურაბაშვილი თავიანთი ქორწილისა და სიყვარულის შესახებ ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრნენ. გთავაზობთ ამონარდს ინტერვიუდან:

„დავითი 2019 წელს გავიცანი, სამეგობრო წრიდან. ეს არის ადამიანი, რომელიც თუკი რაიმე საინტერესო და სათავგადასავლო ხდება, ყველგან სიამოვნებით მონაწილეობს. მივხვდი, რომ მასთან ერთად მეგობრების გარემოცვაში ძალიან კარგად გავატარებდი დროს. მას არასდროს არაფერი ეზარებოდა, იყო ძალიან ღია და მოტივირებული, უყვარდა ქალაქგარეთ გასვლა და სათავგადასავლო ისტორიების ორგანიზება, რაც მე ძალიან მიყვარს. ჩვენი ინტერესები, გემოვნება და ხასიათი ძალიან დაემთხვა ერთმანეთს. პროფესიები კი ერთმანეთისგან განსხვავებული გვაქვს. დავითი ბიზნესის სფეროშია და თავის საქმეში ძალიან წარმატებულია, თუმცა პროფესიიდან გამომდინარე ცხოვრობდა ემიგრაციაში.

ფეხბურთელი იყო და წლების განმავლობაში საზღვარგარეთ თამაშობდა. ბევრი საერთო ვიპოვეთ. ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს არ იყო მხოლოდ მეგობრობა და ერთმანეთს გამოვუტყდით. ჩვენი სიყვარულის ისტორია პანდემიის დროს დაიწყო…“, - ამბობს მომღერალი. 

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ნათია თოდუა დაქორწინდა - ვინ არის მომღერლის რჩეული

🔵„პირველივე დღიდან ვიგრძენი დიდი შვება, სიყვარული და თავისუფლება, მაშინ პირობა დავდე, რომ...“ - რას წერს ნათია თოდუა

🔵როგორ ზრდის თაკო ტაბატაძე ოთხ გოგონას