Digest Logo

ნატო მეტონიძე: „კვლევებმა აჩვენა ის, რისიც მეშინოდა, დაავადება კვლავ დაბრუნდა...“

1791805008
ნატო მეტონიძე

ოქტომბერი - ვარდისფერი თვეა. ეს არის ძუძუს კიბოს შესახებ ინფორმირებულობის ამაღლების საერთაშორისო თვე, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობასა და იმ ქალების მხარდაჭერას, რომლებიც ამ რთულ დაავადებას ებრძვიან.

სწორედ ამ გლობალური კამპანიის ფონზე, ჟურნალ OK! Magazine Georgia-სთან ინტერვიუში მომღერალმა ნატო მეტონიძემ საჯაროდ ისაუბრა იმის შესახებ, რომ დაავადება, რომელიც წლების წინ დაამარცხა {ძუძუს კიბო}, სამწუხაროდ, კვლავ დაბრუნდა მის ცხოვრებაში.

„კვლევებმა აჩვენა ის, რისიც მეშინოდა, დაავადება ისევ დაბრუნდა. განცდა ასეთია: თავიდან არც გჯერა, რომ ეს ყველაფერი შენს თავს ხდება, რამდენჯერაც არ უნდა დაგემართოს, ისევ გგონია, რომ ის აღარ დაბრუნდება. განმეორებითი დიაგნოზი წარმოუდგენელი სტრესია და ასეთ დროს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ერთ სიტყვასაც, თანადგომას და ემპათიას, რაც ყოველთვის უხვად იყოს ჩემ გარშემო, მეგობრების, ექიმების, ოჯახის მხრივ და მათ შორის, თავისი ადამიანური და პროფესიონალური თვისებებით განსაკუთრებული იყო ჩვენი დაკო…

ვეტყოდი ქალებს, – საკუთარი თავი არ გადადონ. როცა ერთხელ საკუთარ თავზე გამოცდი, ხვდები, რამდენი რაღაც ყოფილა მნიშვნელოვანი და სინამდვილეში რამდენად მარტივია მთავარი – უბრალოდ, კარგად იყო.

ნუ შეგეშინდებათ ექიმთან მისვლის. ნუ შეგეშინდებათ დიაგნოზის გაგების, მე ვიცი, ეს შიში როგორია. მაგრამ ისიც ვიცი, რომ უცოდინარობა უფრო მძიმეა. თუ რაღაც უნდა ვიცოდეთ, ჯობს ვიცოდეთ დროულად და ვიმოქმედოთ.

და კიდევ, მინდა ქალებს, განსაკუთრებით დედებს ვუთხრა – თქვენ სჭირდებით თქვენს შვილებს, ნუ იქნებით ყოველთვის ბოლო ადამიანი, ვისზეც ზრუნავთ. ჩვენ ყველაფერს ვასწრებთ: შვილებს, ოჯახს, საქმეს, მეგობრებს და საკუთარ თავს ბოლოს ვიტოვებთ. ამიტომ, თუ ეს ტექსტი ერთ ქალს მაინც დააფიქრებს და ეტყვის – „კარგი, ამ კვირაში ექიმთან მივალ“ – ჩემთვის ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი. მთავარი ხარ შენ, შენი ჯანმრთელობა, შენი სიცოცხლე. და შენს თავზე ზრუნვას არასოდეს სჭირდება გამართლება“,- აღნიშნავს ნატო მეტონიძე ინტერვიუში.

ვრცლად, ნახეთ სტატია აქ, ბმულზე.

✕