Digest Logo

ნიჭი და პოპულარობა ერთ ოჯახში - ცნობილი ქართველი დედები და მათი შვილები

1772482380
ცნობილი ქართველი დედა და მათი შვილები,

საქართველოში 3 მარტს ყოველწლიურად აღინიშნება დედის დღე – დღე, როდესაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დედებს, მათი ღვაწლისა და სითბოს გამოხატვას ოჯახებში.  ტრადიციულად, ამ დღეს შვილები დედებს ახარებენ საჩუქრებით, ყვავილებითა და გულწრფელი სიტყვებით.

საქართველოში ბევრი გამორჩეული დედა-შვილია, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობით საზოგადოების სიყვარული დაიმსახურეს.

თანამედროვე ეპოქაში მრავალი საჯარო პირი ხშირად აზიარებს ფოტოებს შვილებთან ერთადაც, რაც ხაზს უსვამს ოჯახურ სიახლოვესა და მათ შორის არსებულ განსაკუთრებულ კავშირს.  

საქართველოში არაერთი ახალგაზრდა, საკუთარ დედას ცნობადობით არ ჩამოუვარდა.

„დაიჯესტი“ დედის დღესთან დაკავშირებით, შეეცდება კიდევ ერთხელ გაგახსენოთ ცნობილი დედები და მათი ასევე, ცნობილი შვილები:

ნანი ბრეგვაძე და ეკა მამალაძე

ნანი ბრეგვაძე არაერთი ათეული წელია, რაც სცენაზე დგას და ამ ხნის მანძილზე ყველა თაობის საყვარელი მუსიკოსი გახდა. მას ცოცხალ ლეგენდადაც კი მოიხსენიებენ. ის, გარდა ნიჭისა და ქარიზმისა, საზოგადოებას საკუთარი გამორჩეული, დახვეწილი და ელეგანტური გარეგნობითაც აღაფრთოვანებს. მუსიკოსი 89 წლის ასაკში შესანიშნავად გამოიყურება და აქტიურად აგრძელებს საქმიანობას. 

საზოგადოება კარგად იცნობს ნანის შვილს, ეკა მამალაძეს, რომელიც დედის მსგავსად მუსიკოსია.

ყოველთვის ინტერესს წარმოადგენდა ეკას პირადი ცხოვრება. მისი პირველი მეუღლე გოგი საყვარელიძე იყო. მათი ურთიერთობა რვა წელს გაგრძელდა, გოგი ორი წელი ავადმყოფობდა და მალე გარდაიცვალა. ეკა 26 წლის ასაკში დაქვრივდა და ორი შვილი დარჩა - ლევანი და გოგი.

ეკა კახიანი და ნინი ბადურაშვილი

ცნობილი მსახიობის იმედო კახიანის ქალიშვილის, ეკა კახიანის მომღერლის კარიერა ადრეულ ბავშვობაში, ანსამბლ  „მზიურში“ დაიწყო, პროფესიით მსახიობია და არაერთი როლი აქვს შესრულებული თეატრსა თუ სატელევიზიო სერიალებში. ასევე პოპულარული მომღერალია მისი ქალიშვილი ნინი ბადურაშილიც, რომელიც აქტიურად არის ჩართული მუსიკალურ საქმიანობაში, ასევე მან ბედი ტელევიზიაშიც სცადა და მუშაობდა „პრაიმ შოუს“ წამყვანად. 

ნინო ცქიტიშვილი და თაკო ნაცვლიშვილი

სამოდელო სააგენტო LOOK MODELS-ის დამფუძნებელი, თავის დროზე წარმატებული მოდელი ნინო ცქიტიშვილი დღეს უკვე წარმატებული ბიზნესლედია. სამოდელო სფეროში უკვე წარმატებული საერთაშორისო კარიერა აქვს მის ქალიშვილს თაკო ნაცვლიშვილს, რომელიც არაერთი წამყვანი მოდის სახლის სახეა.

„თაკო დამოუკიდებელი ადამიანია, თუმცა გადაწყვეტილებებს ყოველთვის ერთად ვიღებთ, ხშირად ვაძლევ რჩევებს. ვფიქრობ, შვილებთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, თუმცა გარკვეულ საკითხებში სიმკაცრესაც ვიჩენ. ვცდილობ, ბავშვები არაფერში შევზღუდო და არჩევანის თავისუფლება მივცე“, - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ნინო ცქიტიშვილი.

ნატო გელაშვილი და ჭოხოები 

ნატო გელაშვილს ორი ვაჟი, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები ჰყავს, რომლებსაც საზოგადოება „ჭოხოების“ სახელით იცნობს. უფროსი, გიორგი ჭოხონელიძე დაოჯახებულია, მისი მეუღლე მშვენიერი ანეტა ნიკურაძეა.  გიორგი და ანეტა დღეს ორ შვილს, ლუკასა და ნინას ზრდიან.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახში შემომსვლელს... ყოველთვის ვლოცულობდი, რომ ჩემს შვილს კაცთმოყვარე ადამიანი შეხვედროდა...“ - ამბობდა ნატო გელაშვილი და, როგორც ჩანს, მას ეს სურვილი აუსრულდა - რძალ-დედამთილს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს. 

მეორე ვაჟი კი ჯერ ისევ რჩება ერთ-ერთ სასურველ სასიძოდ. 

შორენა ბეგაშვილი და ევა ბარბაქაძე

ევა ბარბაქაძე მსახიობსა და მოდელს შორენა ბეგაშვილს ადრეულ ასაკში ქორწინებიდან ჰყავს. 

დედა-შვილი მუდამ არის ყურადღების ცენტრში, თუმცა მედიასთან კონტაქტით არც ერთი გამოირჩევა.

სამწუხაროდ, 2016 წელს შორენა ბეგაშვილსა და ევა ბარბაქაძეს უბედურება მოულოდნელად დაატყდათ თავს. ტელეწამყვანის ქალიშვილი იმ წელს მე-5 სართულიდან გადმოვარდა, როდესაც ფანჯრის რაფაზე იჯდა. საავადმყოფოში გადაყვანისას მოზარდის ჯანმრთელობა მძიმედ შეფასდა და ის მალე ხერხემლის მრავლობითი დაზიანებებით თურქეთში გადაიყვანეს, რამდენიმე თვიანი რეალიზაციის შემდეგ გოგონა კარგადაა. 

შორენა ბეგაშვილს 4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, რჩეულმა 14 თებერვალს ხელი სთხოვა. 

ცნობისთვის, ცნობილია შორენას რჩეულის ვინაობა. იგი ბიზ­ნეს­მენ მა­მუ­კა ურუ­შა­ძე­ზეა შეყვარებული, რომელიც 67 წლის არის. გავრცელებული ინფორმაციით, ურუ­შა­ძე რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნეს­შია ჩარ­თუ­ლი, მათ შო­რი­საა ბი­ნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და ის ასე­ვე ერთ-ერთი ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ონ­ლა­ინ ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რის წი­ლის მფლო­ბე­ლია. შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილი 44 წლისაა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 23 წელია.

ლიკა კვარაცხელია და ანა შელია

ლიკა კვარაცხელია მოდელი, ინფლუენსერი და ბიზნესლედია. მას სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ლიკა არაჩვეულებრივად გამოიყურება - ძნელი დასაჯერებელია, რომ ის უკვე ორი შვილიშვილის ბებიაა.

ანა შელია ლიკას ქალიშვილია, მას როგორც მოდელს, თავადაც საკმაოდ საინტერესო კარიერა ჰქონდა საზღვარგარეთ და “რალფ ენდ რუსოს”, “ეტამის” და სხვა ბრენდების ჩვენებებზეც გამოსულა.

ანა შელიას სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. მან სამოდელო კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო, განსაკუთრებით პოპულარული კი 2017 წელს გახდა, როცა მონაწილეობა ბრიტანული მოდის სახლის, Ralph & Russo-ს ჩვენებაში Victoria's Secret-ის საპატიო სუპერმოდელ ალესანდრა ამბროსიოსთან ერთად მიიღო. ანამ 2018 წელს მორაგბე ლაშა ლომიძეზე იქორწინა. წყვილს უკვე ორი შვილი, ელი და ვატო ჰყავს, რომლებიც საფრანგეთში დაიბადნენ. 

ნინო ნადირაძე და ბაია კუზანოვა

ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ის საკუთარ ყოველდღიურობას გამომწერებს ხშირად უზიარებს. 

დედის მსგავსად პოპულარულია შვილიც ბაია კუზანოვა, რომელიც წარმატებული პლასტიკური ქირურგია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕საქართველოში 3 მარტს დედის დღე აღინიშნება

⭕„მშვენიერი დროა მავნე ჩვევებთან საბრძოლველად“ - 3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕„თითოეული ადამიანი არის სული, რომელთანაც ოდესღაც შევთანხმდით გარკვეული გაკვეთილების სწავლაზე...“ - როგორ ირჩევს სული შემდეგ ცხოვრებას?