„ნაპოლის“ ქართველმა გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტურში ტურინის იუვენტუსს გოლი 39-ე წუთზე გაუტანა.
დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე „ნაპოლი“ „იუვენტუსის“ მატჩის სანახავად უამრავი ქართველი ქომაგი იმყოფებოდა. მათ შორის არის ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე, რომელიც სოციალურ ქსელში იტალიაში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ის კვარაცხელიას მშობლებთან ერთად არის.
„შეუფასებელი საჩუქარი ხვიჩას მშობლებისგან“ - წერს ნიკოლოზ წულუკიძე.
🎥 რა ხდებოდა სტადიონზე, მას შემდეგ, რაც კვარამ „იუვენტუსს“ გოლი გაუტანა - ემოციური კადრები