Digest Logo

🎥 ნოდარ მელაძის უსაყვარლესი ტყუპები: „კამათობენ, თუმცა როგორც კი დედა, ან მამა ჩაერევა გადადიან ერთმანეთის დაცვაზე…“ - თეა ცეცხლაძე

1684522472
 ნოდარ მელაძის ტყუპები

გადაცემა „დილა ფორმულაზე“ ტყუპი ბავშვები, მშობლებთან ერთად სტუმრობდნენ. ერთ-ერთი სტუმარი კი ნოდარ მელაძის ტყუპები იყვნენ, გადაცემას ისინი დედასთან, თეა ცეცხლაძესთან ერთად ესტუმრნენ. 

შვილებზე საუბრისას თეა ცეცხლაძე აღნიშნავს, რომ ისინი განსხვავებულები არიან, თუმცა ინტერესი ერთი აქვთ.

„ჩემთვის ყველაზე რთული იყო, როცა ახალშობილები იყვნენ, ემოციურად რთული იყო ეს პერიოდი. მეც შეგუების პროცესში ვიყავი. მერე ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებით რთული პერიოდები გვქონია. განსხვავებულები არიან, მაგრამ ინტერესი ერთი აქვთ. ერთმანეთთან ზოგჯერ კამათობენ, ალბათ ახლა თვითმდამკვიდრების პერიოდი და მაგიტომ.

ერთნაირი სათამაშოები აქვთ, რომ კონფლიქტური სიტუაცია არ შეიქმნას. კამათობენ, თუმცა როგორც კი ჩარევა დედის ან მამის მხრიდან გადადიან ერთმანეთის დაცვაზე…“ - ამბობს თეა ცეცხლაძე.