
„დუეტი ლეონი“ მუსიკალური პროექტია, სადაც საავტორო სიმღერებს ლევან წოწონავა და მისი მეუღლე ნინი კენჭიაშვილი ასრულებენ. ისინი უკვე 13 წელია ცოლ-ქმარი არიან და წლებია საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობენ.
ამჯერად ისინი გადაცემაში „დღის პოსტი“ შვილთან ერთად იმყოფებოდნენ, სადაც კარიერაზე და შვილზე ისაუბრეს.
„ღვთის წყალობით ვართ ისეთ საქმეში ჩართული, რომელიც ჩვენ ძალიან გვიყვარს და სიამოვნებას ვიღებთ, ეგ არის დიდი ბედნიერებაა.
ჩვენი დილა ყოველთვის კარგი განწყობით იწყება, ვფიქრობ როგორი განწყობითაც დაიწყებ დილას ისე გაგრძელდება მთელი დღე.
ძირითად ვცდილობთ ნოე ჩვენთან ერთად იყოს, მაგრამ თუ ვერ მიგვყავს სხვადასხვა გასტროლზე ან ბებოსთან ვტოვებთ ან ძიძასთან.
ჩვენი შვილი დაბადებისთანავე შეიყვარა საზოგადოებამ, სპონტანურად დავიწყეთ ნოესთან ერთად ვიდეოების გადაღება და მოხდა ისე, რომ ჩვენი ყველაზე პოპულარული ვიდეოები არის ნოესთან ერთად.
ნოე არის ჩვენი თილისმა და მარგალიტი, ნოე რადგან 10 წლის ნანატრი შვილი იყო ალბათ უფრო შეიყვარა საზოგადოებამ და დიდი მადლობა საზოგადოებას ამისთვის“, - ამბობს წყვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სილამაზე, შარმი და ელეგანტურობა ერთ ადამიანში...“ - თიკა ფაცაციას ფოტოები სოცქსელს იპყრობს