Digest Logo

ნუკი კოშკელიშვილი შავი ზღვის სანაპიროზე ისვენებს

1755695650
ნუკი კოშკელიშვილი

მოდელი და ტელეწამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი, რამდენიმე წელია უკვე ამერიკაში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. იგი სოციალურ ქსელებში პოპულარობას არ კარგავს და საზოგადოებას ხშირად ანებივრებს საკუთარი ფოტოებით.

ნუკი, მიუხედავად იმისა, რომ ორ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ქართულ მეგა შოუებსა და პროექტებში მაინც აქტიურად მონაწილეობს. გარდა ამისა, ნუკის აქვს თავის მოვლისა და კოსმეტიკის საკუთარი ბრენდიც.

იგი მეორე შვილის მოლოდინშია. 

ნუკი ოჯახთან ერთად ზაფხულის ცხელ დღეებს საქართველოში ატარებს, კადრებს კი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.