ნუცა ქავთარაძისა და აჩიკო სოლოღაშვილის წყვილი ტელემაყურებლისთვის წლებია, კარგად ნაცნობია. ორივე მათგანი აქტიურად ჩანს სატელევიზიო სივრცეში და საზოგადოების დიდი სიყვარულით სარგებლობს.
ნუცა ქავთარაძე სოციალურ ქსელში გამომწერებს ხშირად უზიარებს როგორც სამუშაო პროცესს, ისე პირად სიახლეებსა და ოჯახურ კადრებს. ამჯერად, მან გამომწერებს საზაფხულო დასვენებიდან კადრები გაუზიარა,სადაც მეუღლესთან აჩიკო სოლოღაშვილთან ერთად ისვენებს.
კადრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა:
„სამაგალითო ქართული ოჯახი“,
„ძალიან კარგები ხართ“,
„სუპერ წყვილი“,
„დაილოცოს თქვენი ოჯახი“, - წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, ნუცა ქავთარაძე ქართული მედიასივრცის ერთ-ერთი ცნობილი და საყვარელი სახეა. მან ჟურნალისტიკაში მოღვაწეობა ადრეული ასაკიდან დაიწყო და წლების განმავლობაში ტელეკომპანია „იმედის“ სხვადასხვა პოპულარულ გადაცემასა თუ პროექტში წამყვანის ამპლუაში წარდგა მაყურებლის წინაშე.
გარდა სატელევიზიო კარიერისა, ნუცა აქტიურადაა ჩართული ციფრულ მედიაში - იგი სოციალურ ქსელებში გამომწერებს ხშირად უზიარებს რჩევებს სტილისა და ყოველდღიური ცხოვრების შესახებ.
რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ნუცა ქავთარაძის მეუღლე ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი აჩიკო სოლოღაშვილია. წყვილი წლებია ერთად არის და მათ ერთი ვაჟი, სანი ჰყავთ.



⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩვენი უსასრულო ბედნიერება“ - რა კადრებს გვიზიარებს დუეტი „ლეონი“
⭕„დღეს დიდი დღეა, დიდი! ჯემალ ბაღაშვილი 85 წლის გახდა!“ - გია ბაღაშვილი მამას დაბადების დღეს ულოცავს