აჩიკო სოლოღაშვილისა და ნუცა ქავთარაძის წყვილი ქართველი ტელემაყურებლისთვის კარგად ნაცნობია. წყვილს ერთი შვილი სანი სოლოღაშვილი ჰყავს.
პატარა სანი 5 წლის გახდა. მისი დაბადების დღე მშობლებმა გასართობ ცენტრში მეგობრების, ანიმაციური გმირებისა და სადღესასწაულო ტორტის თანხლებით აღნიშნეს.
კადრები წვეულებიდან აჩიკომ და ნუცამ გაგვიზიარეს.




