Digest Logo

„ორივე მშობიარობის შემდეგ ერთი საათი ტირილისგან ვერ ვჩერდებოდი“ - რუსკა ქარქაშაძე დედობის ემოციებზე

1793180828
რუსკა ქარქაშაძე

23 წლის ქართველი მსახიობი რუსკა ქარქაშაძე დედობის გამოცდილებასა და იმ სოციალურ თუ ემოციურ ცვლილებებზე საუბრობს, რაც ოჯახში ბავშვის გაჩენას მოჰყვება. როგორც იგი საკუთარ პოდკასტში აღნიშნავს, მშობიარობის შემდეგ განცდილი ემოციები იმდენად ძლიერი იყო, რომ ბავშვების დანახვაზე თითქმის ერთი საათის განმავლობაში ტირილს ვერ წყვეტდა. 

„მთლიანად იცვლება ყოველდღიურობა, მიზნები და ყველაფერი, ამ დროს მნიშვნელოვანია, როგორი მხარდაჭერა გექნება. პირველი შვილისთვის არც 21 წლის ასაკში იქნება ადამიანი ბოლომდე მზად და არც 31 წლის ასაკში, მაინც პირველი ყოველთვის პირველია და ახალია, რომელიც ძლიერ ემოციებთან არის დაკავშირებული.

თავიდან შიშის მომენტი გაქვს, მაგრამ ხვდები, რომ ყოველდღიურად იზრდები, ბევრ რამეს სწავლობ და ეს ყველაფერი მარტივდება. ზუკას ერთი წამითაც ვერ ვტოვებდი ოთახში მარტო, ყველაფერი გამძაფრებული მქონდა. უნდა ეცადო, მეტი დრო დაუთმო ბავშვებს და განავითარო, თუმცა იდეალურად ყველაფერს ვერ გააკეთებ.

ორივე მშობიარობის შემდეგ უნებლიედ ისეთი ტირილი ამიტყდა, ერთი საათი ვერ ვჩერდებოდი, როდესაც ბავშვები დავინახე, ამ დროს ყველა განცდა ერთად გაქვს: შიშის, სიამაყის და უდიდესი სიყვარულის“, - ამბობს რუსკა ქარქაშაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რა შეიცვალა რუსკა ქარქაშაძის ცხოვრებაში ბავშვების გაჩენის შემდეგ? - „კამერების წინ ყველა გაპრანჭულს მიცნობს, ყოველდღიურობა კი განსხვავებულია“

⭕მეუღლის გრანდიოზული საჩუქარი ლიზი დარასელიას - რა კადრებს გვიზიარებს მომღერალი

⭕„ფინანსური სიუხვისა და დიდი მიღწევების დღეა!“ - როგორ გავააქტიუროთ 28 ოქტომბრის ენერგიები

✕