მსახიობი ნატა ბერეჟიანი ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ერთ-ერთ სახასიათო და დასამახსოვრებელ როლს ასრულებდა.
მას შემდეგ ის არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში, განსაკუთრებული ინტერესის საგანი კი მისი ოჯახი და პირადი ცხოვრებაა. მსახიობს ერთი შვილი ჰყავს დათუნა, რომელიც 22 წლის ასაკში გააჩინა.
ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მსახიობი მეორე შვილს ელოდება.
ამჯერად ორსულმა მსახიობმა სოციალურ ქსელში თამამი ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.