
მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებენ გამომწერებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.
ამჯერად ჯანეტმა ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც წყვილი შვილებთან ერთად ტაძარში იმყოფება.
კადრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
„ულამაზესი ოჯახი“,
„რა კარგები ხართ“,
„პატარა მამიკოს გოგოა, ძალიან ჰგავს“,
„ბედნიერება თქვენ ლამაზ ოჯახს“,
„პოზიტივს ასხივებთ“, - წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, ჯანეტი და ნოე 2019 წელს დაქორწინდნენ. მას შემდეგ მათი ურთიერთობა საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ცხადია, ისინი ცდილობენ საკუთარი სივრცის დაცვას და თან, საჯარო ცხოვრების შერწყმასაც.
წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს - ანნა და ლილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მატილდა გვარლიანი შვეიცარიის ალპებიდან გადაღებულ კადრებს აქვეყნებს