Digest Logo

🎥 „ქალების სია 1500-მდე ავიდა“ - პაატა თედიაშვილი საკუთარი შემოსავლებისა და პირადი სტატისტიკის შესახებ

1777361377
პაატა თედიაშვილი

ქორეოგრაფი, მუსიკოსი და ექიმი პაატა თედიაშვილი იუმორისტულ პოდკასტს „სარკასტიკა“ ესტუმრა, სადაც ეპატაჟურ ცხოვრების წესსა და საკუთარ შემოსავლებზე, მორიგი ხმაურიანი განცხადებები გააკეთა.

მან ხაზი გაუსვა თავის ჩვევას, რომ ჯანმრთელობის მიზნით ხშირად საცვლების გარეშე გადაადგილდება. ხოლო რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, აღნიშნა, რომ მისი მთავარი შემოსავალი სწორედ „გამოძახებით მუშაობაზე“ მოდის:

„მომსახურება 500 დოლარიდან იწყება. კლიენტები ძირითადად მატერიალურად შეძლებულები არიან. უკვე 1500-მდე ქალთან მქონია ურთიერთობა, რასაც სპეციალურ წიგნში ვწერ. მაგით ვიყიდე ორი ბინა და ვწერ სიმღერებს. მაქვს ჩემი წიგნი, სადაც ვაკეთებ ჩანაწერებს: სახელი, გვარი, როგორ წავიდა ისტორია და ა.შ.“, - აცხადებს თედიაშვილი. (იცინის)

მიუხედავად ასეთი თამამი განცხადებებისა, პაატა თედიაშვილი ამბობს, რომ ქუჩაში ხალხისგან სიყვარულს გრძნობს:

„არ ყოფილა მსგავსი რეაქცია, რომ ვინმეს ჩემი ეპატაჟის გამო ქუჩაში აგრესია გამოეხატოს“,- დასძინა მან.

ვრცლად, ნახეთ „სარკასტიკის“ ახალი ეპიზოდი: