
ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია და ძალიან ბევრი გამომწერიც ჰყავს. მოდელი მუდმივად გვიზიარებს თავის ცხოვრებაში არსებულ სიახლეებსაც და ყოველდღიურ ამბებსაც. შეგახსენებთ, რომ მოდელი ცოტა ხნის წინ იტალიაში, საყვარელ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა. როგორც ირკვევა, მცირე პაუზის შემდეგ ალექსანდრა პაიჭაძე და ბიზნესმენი დავით კოდუა კვლავ ერთად არიან. შეგახსენებთ, რომ მათ ერთი საერთო შვილი ვიქტორია ჰყავთ.
ალექსანდრა ამჯერად სოციალურ ქსელში გამომწერების შეკითხვებს პასუხობს. ერთ-ერთი კითხვა კი მის მილანში საცხოვრებლად გადასვლას ეხება.
„შეგიძლია გვითხრა რატომ წახვედი მილანში? - საქმიანობ თუ უბრალოდ აქ აღარ გინდოდა?“ - რაზეც იგი ასე პასუხობს:
„ცხოვრებით ტკბობის უშრეტმა სურვილმა აქ მომახვედრა.“
„შენი აზრით რა გვჭირდება ბედნიერებისთვის ქალებს?“ - ეკითხება ერთ-ერთი გამომწერები იგი კი ასე პახუსობს -
„ზოგჯერ ჭკუა, ზოგჯერ უჭკუობა.“
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდი იქნება 17 აპრილს საქართველოში
⭕„ჩემო ღვთის მოულოდნელო საჩუქარო“ - ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს