Digest Logo

ქალი, რომელმაც საყვარელ საქმეს სიცოცხლე მიუძღვნა - ნინო სუხიშვილი იუბილარია

1731671795
- ნინო სუხიშვილი

დღეს, 15 ნოემბერს ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ნინო სუხიშვილის დაბადების დღეა. იგი 60 წლის გახდა.

იგი ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ ხელმძღვანელია.

„მერე რა, გოგო შვილიშვილიც შვილიშვილია“, - ეს სიტყვები დიდ ილიკო სუხიშვილს ნინოზე უთქვამს, როცა მისი დაბადებისას ბიჭს ელოდებოდნენ. ნინო ამბობს, რომ, რადგან ეს მომენტი თავად არ ახსოვს, არც წყენად დარჩენია გულში.

„ტრავმა მქონდა და ცეკვას 2000 წელს დავანებე თავი. არასდროს არ მქონდა სინანული და პრეტენზია სოლისტობაზე, ჩემთვის მთავარი იყო სცენაზე ვმდგარიყავი, თუნდაც ბოლო ხაზში. თან ჩვენს მშობლებსაც არ უყვარდათ, ჩვენი წინ წამოწევა. ჩემთან შედარებით ილიკო ძალიან დიდი მოცეკვავე იყო, იმასაც კი არ ჰქონდა სოლო პარტიები. რაღაცნაირად უკან გვწევდნენ, იმიტომ, რომ არ იფიქრონ სხვებმა, შვილებია, შვილიშვილები არიან და იმიტომ წინ გამოვყავდით. ამის დანაკლისი არ მაქვს, რადგან ყოველდღე დარბაზში ვარ და განუწყვეტლივ მესმის დოლ-გარმონის ხმა. ჯამში 7 000 ბავშვს ვასწავლით“,- ამბობს ნინო სუხიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ნინო სუხიშვილის პირველი ქორწინება

ნინო სუხიშვილისთვის პირველი ქორწინება წარმატებული არ აღმოჩნდა.

„კი არის, ჩემი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე. ეს იმ­დე­ნად დიდი ხნის წინ იყო და არც ისე დიდი პე­რი­ო­დით, რომ მე თვი­თონ და­ვი­წყე­ბუ­ლი მაქვს. ძა­ლი­ან ადრე იყო, “სხვა ცხოვ­რე­ბა­ში“ და ისე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს, რომ თით­ქოს ეს სხვი­სი ცხოვ­რე­ბა იყო. თით­ქოს სხვა პლა­ნე­ტა­ზე მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი და ჩემს თავს არ ხდე­ბო­და. აღარც მინ­და გახ­სე­ნე­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რმა არც იცის ეს ეტა­პი ჩემი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან“, - ამბობდა ნინო სუხიშვილი.

ნინო სუხიშვილის მეორე ქორწინება და ცხოვრების ტრაგედია

ნინო სუხიშვილმა მეორე ბიზნესმენ ზურაბ ლეჟავაზე იქორწინა. წყვილს ქორწინებაში შვილი არ შესძენია, თუმცა ნინო ამბობდა, რომ საკუთარი შვილების მაგივრობას ძმისშვილები უწევენ:

ზურაბ ლეჟავა 2022 წელს მძიმედ დაშავდა, როცა წყნეთიდან თბილისში ელექტროსკუტერით ბრუნდებოდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ნინო სუხიშვილის საქმე, რომელსაც მთელი სიცოცხლე მიუძღვნა 

რას საქმიანობს ნინო სუხიშვილი, ამას ბევრი განმარტება არ სჭირდება - ის ცნობილი და წარმატებული ოჯახის ღირსეული წარმომადგენელია. ნინო ძმასთან, ილიკოსთან ერთად „სუხიშვილების“ ხელმძღვანელია.

ნინო სუხიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი. 1986 წლიდან მუშაობს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ დასში კოსტიუმების მხატვრად; 1986-2000 წლებში იყო ამავე დასის მსახიობ-მოცეკვავე; მუშაობდა ნაციონალური ბალეტის აღმასრულებელ მენეჯერად, ხოლო 2007 წლიდან  არის ანსამბლის დირექტორი და გენერალური პროდიუსერი; 2013 წელს მისი თანაავტორობით განხორციელდა პროექტი „რამიშვილები“;

მისი თანაავტორობითაა შექმნილი მოდერნ-ბალეტ „რამიშვილებისა“ და ოცამდე სხვა საცეკვაო კოსტიუმი. სხვადასხვა დროს მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო საქართველოს, საფრანგეთისა და აშშ-ის გალერეებში, ისინი არაერთ კერძო კოლექციაში ინახება. მისი რედაქტორობით გამოცემულია წიგნები: „ქართული ნაციონალური ბალეტი“, „სოლიკო ვირსალაძე“, „ილიკო სუხიშვილის მოგონებები“.

ანსამბლი სუხიშვილები დირექტორს იუბილეს ულოცავს:

„ჩვენი ანსამბლის ყველაზე ღირსეულ, კეთილშობილ და ულამაზეს დირექტორს ვულოცავთ 60 წლის იუბილეს.

საუკეთესო სურვილებით, დიდი სიყვარულით და მადლიერებით“,- წერს სუხიშვილების ოფიციალური გვერდი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ მოახერხა ზაზა შენგელიამ 90-იან წლებში რეი ჩარლზის საქართველოში ჩამოყვანა და რომელია მისი რჩეული სამი სიმღერა?

⭕„აუცილებლად უნდა მოვიგოთ, ვიცი, სწორად თუ ვიმუშავებთ, მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა შეუძლებელი არ იქნება“ - გურამ კაშია

🎥 „ეს ყოფილა ბედნიერება -26კგ“ – როგორ დაიკლო თათია სულაშვილმა წონაში?