გუშინ სრულიად საქართველოს ყურადღება „დიეგო მარადონასკენ" იყო მიმართული, სადაც ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი შოუ გვაჩვენა. „ნაპოლიმ“ „იუვენტური“ გამანადგურებელი ანგარიშით, 5:1 დაამარცხა.
განსაკუთრებული მუხტი იგრძნობოდა სტადიონზე მყოფი ქართველებისგან, რომლებიც ნეაპოლში სპეციალურად ხვიჩას საგულშემატკივროდ ჩავიდნენ.
მათ შორის იყვნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები. ფოტო "ინსტაგრამზე" შალვა პაპუაშვილმა გამოაქვეყნა. მასთან ერთად ირაკლი კობახიძე, ბექა ოდიშარია, ვიქტორ სანიკიძე, ირაკლი ჩიქოვანი და გიოგი ამილახვარი არიან.
🔵ასევე დაგაინტერესებთ:
🔵🎥 რა ხდებოდა სტადიონზე, მას შემდეგ, რაც კვარამ „იუვენტუსს“ გოლი გაუტანა - ემოციურ კადრები