Digest Logo

„ულამაზესია ეს ბაღანა. ეს ნაპერწკლებიანი, ანთებული თვალები ლაპარაკობენ მის გარდაუვალ დიდ მომავალზე“ - ნათია ფანჯიკიძე

1673678107
 ნათია ფანჯიკიძე

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის“ ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „იუვენტუსის“ კარი აიღო.

ქართველმა ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენის პასი კარისკენ ზუსტად გადაგზავნა და ანგარიში ორამდე გაზარდა.

„სერია ა“-ს მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ მე-7 გოლი გაიტანა.

ხვიჩას ამ წარმატებას სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს:

„ულამაზესია ეს ბაღანა. ეს ნაპერწკლებიანი, ანთებული თვალები ლაპარაკობენ მის გარდაუვალ დიდ მომავალზე. მთელი ვნებით თამაშშია.

ადრე რონალდინიოს ვარსკვლავებიანი, მოცინარი თვალები მახარებდა, მიუხედავად იმისა, ფეხბურთის მაყურებელი ზოგადად არ ვარ. იმას სიხარული ეტყობოდა, არა ტანჯვა, არა „სამუშაოს ტვირთი", არა დაძაბული მიზანი, არამედ, ცეკვა, კუნტრუში, ტკბობა, ხოდა ვუყურებდი სამბას გაკვეთილებივით“ - წერს ნათია ფანჯიკიძე.

 

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ნეაპოლში ჩავფრინდით 180 ქართველი სპეციალურად ხვიჩა კვარაცხელიას მხარდასაჭერად - მარადონას სახელობის სტადიონზე ქართული დროშებით მივემართებით“ - დათო ლიკლიკაძე

🎥 რა ხდებოდა სტადიონზე, მას შემდეგ, რაც კვარამ „იუვენტუსს“ გოლი გაუტანა - ემოციურ კადრები

🔵🎥 „ჭორიკანა ვარსკვლავები“ - ხათუნა ჟორდანიას და ზურა ხაჩიძის სიმღერა სოცქსელს იპყრობს