Digest Logo

„ქართული სილამაზე“ - რუსკა ქარქაშაძე და ლიზა ჩიჩუა ზაფხულის ცხელ დღეებს ერთად ატარებენ

1787903100
ლიზა და რუსკა

რუსკა ქარქაშაძე და ლიზა ჩიჩუა ზაფხულის ცხელ დღეებს ერთად ატარებენ, კადრებს მსახიობი რუსკა ქარქაშაძე კი სოციალურ ქსელში გვიზიარებს. 

ისინი დასასვენებლად თურქეთში მეუღლეებთან და შვილებთან ერთად იმყოფებიან.

კადრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა: 

„რა კარგები ხართ“, 

„ძალიან ლამაზები“, 

„საოცარი გოგოები“, 

„ქართული სილამაზე“, - წერენ კომენტარებში.

პოპულარული ქართველი მსახიობი რუსკა ქარქაშაძე უკვე ორი შვილის ბედნიერი დედაა. მას და მის მეუღლეს, ბიზნესმენ ლაშა მოწონელიძეს, უფროსი ვაჟი – ზუკა და უმცროსი ქალიშვილი – თინათინი ჰყავთ.

ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია და მისი მეუღლე, ლიზა ჩიჩუა საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები არიან.

24 წლის ასაკში იგი უკვე 3 შვილის დედაა, პატარა ქეთო მას 3 ივნისს ეყოლა.