Digest Logo

„ქართველი ბარბი“ - ანასტასია ჯეირათი გამომწერებს კვლავ აღაფრთოვანებს

1777287962
ანასტასია ჯეირათი

ახალგაზრდა მოდელი და ინფლუენსერი, ანასტასია ჯეირათი, რომელსაც საზოგადოება ხშირად „ქართველ ბარბისაც“ უწოდებს, სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს. მოდელის ყოველი გამოჩენა ინტერნეტსივრცეში დიდ ყურადღებას იპყრობს და გამონაკლისი არც მისი ბოლო ფოტოსესია აღმოჩნდა.

გამომწერები კომენტარებში აღფრთოვანებას არ მალავენ და მოდელს თბილი სიტყვებით მიმართავენ:

„საოცარი ვიზუალი, ნამდვილი თოჯინა ხარ!“,

„ქართველი ბარბი“ ,

„ყოველთვის გამორჩეული და გემოვნებიანი.“,

„ეს ფოტოები ნამდვილი ხელოვნებაა“,- წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, ანასტასია ჯეირათი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ბრენდთან და ქართული მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ სახედ მიიჩნევა. 

ბევრმა არ იცის, რომ ანასტასია ჯეირათის გამორჩეული ვიზუალი მისი შერეული გენეტიკის დამსახურებაა - მოდელი დედით ქართველი, ხოლო მამით ინდოელია. სწორედ ამ ორი განსხვავებული კულტურისა და გარეგნული შტრიხების სინთეზმა განაპირობა მისი ის ეგზოტიკური სილამაზე, რომლითაც მან სამოდელო სფეროში თავი ადვილად დაიმკვიდრა.