Victoria’s Secret-ის 2026 წლის მოდის შოუ 18 ოქტომბერს, ლოს-ანჯელესში გაიმართა, რომელშიც ქართველმა მოდელმა მატილდა გვარლიანმა მიიღო მონაწილეობა.
„ანგელოზებს“ ამჯერად ანგელოზების ქალაქმა, ლოს ანჯელესმა უმასპინძლა.
მატილდამ წინა წლის მსგავსად ამჯერადაც ორი ლუქი მოირგო.
მატილდა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი მოდელია, რომელიც Victoria's Secret-ის შოუზე გამოვიდა.
ამ შოუს მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს და მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს.
მატილდასა და ბრენდის კავშირი უკვე სამ წელს ითვლის — იგი Victoria's Secret-ის შოუზე უკვე მესამედ იყო.


View this post on Instagram
View this post on Instagram