რეალითი-შოუ „კარდაშიანების“ (The Kardashians) ახალ ეპიზოდში ქეითლინ ჯენერის იშვიათ გამოჩენას მოულოდნელი უხერხულობა მოჰყვა. აღნიშნულის შესახებ გამოცემა People წერს.
76 წლის ქეითლინმა შვილთან, მოდელ კენდალ ჯენერთან შეხვედრისას ჯერ მისი პირადი ცხოვრებით დაიწყო დაინტერესება, სადილის დროს გაჟღერებულმა ორაზროვანმა ფრაზამ კი კენდალი შოკში ჩააგდო.
22 ოქტომბრის ეპიზოდში ქეითლინი თავის ქალიშვილს, კენდალ ჯენერს ეწვია, რომელიც რანჩოზე ახლად ჩამოყვანილი ცხენების მიღებას ემოციურად ელოდებოდა.
„მამაჩემი იმიტომ მოვიდა, რომ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს დღე“, - აღნიშნა 30 წლის კენდალმა.
თუმცა, შეხვედრისთანავე ქეითლინმა საუბარი კენდალის პირად ცხოვრებაზე გადაიტანა და ჰკითხა, თუ რატომ იგებს ყოველთვის ბოლოს მის სიყვარულის ამბებს.
მოდელმა თემის განვრცობას გვერდი აუარა და აღნიშნა, რომ თავს შესანიშნავად გრძნობს.
ნამდვილი უხერხულობა კი მაშინ დაიწყო, როდესაც მათ სკოტ დისიკიც შეუერთდა. სენდვიჩის ჭამისას ქეითლინს კვერცხის გული ხელზე გადმოეღვარა, რაზედაც მან ცენზურული, ორაზროვანი ჟარგონული ფრაზა წამოიძახა.
კენდალმა მომხდარზე აღშფოთება ვერ დაფარა: „მამა, ღმერთო ჩემო! მთელ ცხოვრებას ისე გავატარებდი, რომ შენგან ეს სიტყვა არ გამეგონა“.

„სკოტმა იცის, როგორ აქციოს მამაჩემის გიჟური აზრები სასაცილოდ. იხალისონ, რამდენიც უნდათ, უბრალოდ არ ვიცი, რამდენად მსურს ამის მოსმენა“, - აღნიშნა კენდალმა კადრსმიღმა ინტერვიუში, თუმცა დასძინა, რომ მამის გვერდით ყოფნა და ამ მნიშვნელოვანი დღის გაზიარება მაინც ძალიან კარგია.
ცნობისთვის, ქეითლინ ჯენერი „კარდაშიანებში“ ბოლოს გასულ წელს გამოჩნდა, როდესაც კრის ჯენერმა იგი Hidden Hills-ის ისტორიულ სახლში გამოსამშვიდობებელ ვახშამზე მიიწვია. ოჯახის წევრები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად წარსულში არსებული უთანხმოებებისა, ქეითლინის ოჯახურ შეკრებებზე გამოჩენა მათთვის მნიშვნელოვანია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ხვალ წამოდგება...ზეგინდელი დღე მისია“ - გიორგი კეკელიძე ხვიჩა კვარაცხელიას საჯაროდ ამხნევებს
წყარო: people.com