Digest Logo

ქეთი გომართელს ახალი, 15 წლით უმცროსი რჩეული ჰყავს - „ჩემი ერთადერთი“

1795498574
ქეთი გომართელი

მომღერალ ქეთი გომართელის ცხოვრებაში სასიხარულო სიახლეა. მან სოციალურ ქსელში ახალი რჩეული გამოაჩინა. 

„დაიჯესტის“ ინფორმაციით, ტელერადიოწამყვანის გულის სწორი პროექტის „პრაიმშოუს“ მონაწილე, მოდელი გიორგი მეტრეველია.

„ჩემი ერთადერთი“, - წერს ქეთი გომართელი საერთო ფოტოზე, რომელსაც გამომწერებს „ინსტაგრამ“ „სთორიზე“ უზიარებს.

ცნობისთვის, გიორგი მეტრეველი მომღერალ მარკუს მეტრეველის ძმისშვილია. იგი საერთაშორისო სილამაზის კონკურსის, „მისტერ პლანეტა 2022“-ის გამარჯვებულია. გიორგი 2001 წელს დაიბადა და 25 წლის არის. როგორც ცნობილია, მას პირველი ქორწინებიდან ერთი შვილიც ჰყავს. 

ქეთი გომართელი  განსაკუთრებით პოპულარული 2000-იანი წლების ქართული ესტრადის ჰიტებით გახდა. სიმღერა 8 წლის ასაკში, ბავშვთა ვოკალურ ჯგუფ „რონდოში“ დაიწყო. 9 წლის ასაკში კაიროში გამართული საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის ლაურეატი გახდა. მისი ყველაზე ცნობილი სიმღერებია „წაიღე“, „უშენო დღე“, „იჩქარე“ და „ყველგან მე ვარ“.

ქეთის დედა ხელოვანი ნუნუკა კუპატაძეა, ხოლო და, ცნობილი ჟურნალისტი თამუნა გომართელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მოულოდნელი ცვლილებები გაჩვენებთ აქამდე უხილავ გზას...“ - 24 ნოემბრის ასტროლოგიური მოვლენები

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 24 ნოემბრის საქართველოში

✕