Digest Logo

„ქუჩაში ნანულა რომ დამიძახონ, გავიხედავ, სულ სხვას რომ ეძახდნენ ნანულის, მე მაინც გავიხედავ“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

1778145228
ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარი სახელის ისტორიასა და იმ ემოციურ კავშირებზე საუბრობს, რაც მას სხვადასხვა ფორმის სახელებთან აკავშირებს. ჟურნალისტის თქმით, სახელი მხოლოდ ბგერათა ერთობლიობა არ არის, ის მისთვის პიროვნული იდენტობის ნაწილია.

მიუხედავად იმისა, რომ პასპორტით ნანაა, ის საკუთარ თავს დედის მიერ დარქმეულ სახელს, „ნანუკას“ უკავშირებს. 

„ნანა მქვია პასპორტით, თუმცა ნანუკა დამარქვა დედაჩემმა და ძალიან მიყვარს ეს სახელი, ბავშვობიდან სულ ნანუკა მესმოდა. თან დედაჩემის დარქმეული რომ არის, ძალიან მიყვარს; ნანაც მიყვარს, რადგან ბებიაჩემის სახელია და ნანა ბებო ძალიან მიყვარდა. მაგრამ ახლა ქუჩაში რომ დაიძახონ „ნანა“, არ გავიხედავ. სახლში გავიხედავ, დაჯი მეძახდა, მაგრამ ქუჩაში არა. აი, ქუჩაში ნანულა რომ დამიძახონ, გავიხედავ; სხვას რომ ეძახდნენ ნანულის, მე მაინც გავიხედავ. ზოგადად, სახელი ბევრს ნიშნავს, თუ რასთან ვაიდენტიფიცირებთ საკუთარ თავს“, - ჰყვება ნანუკა ჟორჟოლიანი.