Digest Logo

რატომ აგებდა ლიზა ყენია ყველა პროექტში? - მომღერალი აქამდე უცნობ მიზეზზე ალაპარაკდა

1787652014
ლიზა ყენიალიზა ყენია

მომღერალი ლიზა ყენია სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ბავშვობიდან მოყოლებულ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ სირთულეებზე ღიად საუბრობს. მისი თქმით, 9 წლის ასაკიდან, როდესაც ჩოგბურთზე შეიყვანეს, კონკურენციისა და შეჯიბრის შიშის გამო ძლიერი ფსიქოსომატური ტკივილები ეწყებოდა, რაც წლების განმავლობაში პროფესიულ თუ პირად წარმატებაში ხელს უშლიდა.

მომღერალმა აღნიშნა, რომ მისთვის ერთადერთი ღირებული შეჯიბრი მხოლოდ სიყვარული და საკუთარი თავის უკეთესობისკენ შეცვლაა.

„9 წლის ასაკში შემიყვანეს ჩოგბურთზე. ამ წლების განმავლობაში, სხვადასხვა ფიზიკური ტკივილები იჩენდა თავს. ისეთ რაღაცები იჩენდა თავს, მაგალითად ფეხის გულები კი არ მტკიოდა, არამედ ისე მეწვებოდა, ფეხსაცმელს ვიხდიდი, რომ მენახა, ხომ არ ამომეწვა-თქო. ასეთი მრავალი ტკივილები იჩენდნენ თავს. ვაკვირდები, ბოლო წლებია, როდესაც ვმონაწილეობდი რამე პროექტში, ყოველთვის უკან მხევდა და ვაგებდი, იმის გამო რომ რაღაცა ტკივილი მიშლიდა ხელს. ჩემში არ არის შეგრძნება კონკურენციის. ვერ ვიტან შეჯიბრს, თან ყველა ტკივილი იყო ფსიქომოსატური. ისე განვიცდიდი, რომ ვიღაცისთვის უნდა მომეგო, მეწყებოდა ფიზიკური ტკივილი. ამერიკაში ეს კიდევ გამძაფრებულია. თუ მეჯიბრები, გატარებ, მოიგე. ერთადერთი მე, რაშიც სხვებს და საკუთარ თავს ვეჯიბრები არის მხოლოდ სიყვარული. ეს სიყვარული კი არის პროცესი, როგორ გავხდე უკეთესი შენთვის, საკუთარი თავისთვის“,- ამბობს ლიზა ყენია ვიდეო მიმართვაში.