Digest Logo

რატომ გადავიდა თამარ ივერი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად აშშ-ში? - რას ჰყვება ცნობილი სოპრანო

1750315223
თამარ ივერი

ცნობილი მეცო-სოპრანო თამარ ივერი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა, ამის შესახებ იგი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს.

როგორც ივერი განმარტავს, 2024 წლის ნოემბერში მეუღლესთან ერთად შტატებში საცხოვრებლად გადასვლა, მეუღლის დედის მძიმე ავადმყოფობას უკავშირდება. იგი ამბობს, რომ ეს ოჯახური მიზეზით გამოწვეული დროებითი გადადგილებაა და არ უკავშირდება არც ემიგრაციას და არც რაიმე სახის გადაქცევას. 

„გასული წლის ნოემბრის ბოლოს წავედი ამერიკაში... მიზეზი, რის გამოც ამერიკაში აღმოვჩნდით, ჩემი მეუღლის დედის ავადმყოფობაა. ონკოლოგიური დაავადება აღმოაჩნდა და ქიმიოთერაპიები გაიკეთა. ახლა უკეთ არის.

6 წელი იქნება, ამერიკაში ცხოვრობს ჩემი მეუღლის და ალბათ 25 წელია, ამერიკაშია და 6 წლის წინ დედაც წაიყვანა, რომელიც მანამდე იტალიაში ცხოვრობდა და საკმაოდ ცნობილი დამსაქმებელი იყო იქ.

ჩემს მეუღლეს სთხოვა დედამ, მინდა, შვილიშვილები ჩემთან იყვნენ და თუ არის ამის საშუალება, იქნებ ჩამოხვიდეთო.

ჩვენ კი გადავწყვიტეთ, რომ მის გვერდით ვიყოთ. ასე რომ ამის გამო წავედით და არავის გავქცევივართ, თბილისში ჩემს საქმეს ვაკეთებდი, ვმუშაობდი და არ მქონდა საჭიროება, რომ სხვა ქვეყანაში გადავბარგებულიყავი...“, - ამბობს თამარ ივერი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ამ დღის ენერგია მძიმე და დაძაბული იქნება“ - 19 ივნისის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕„ნუ დაელოდებით იღბალს, თავად გამოიჩინეთ ინიციატივა“ - 19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან

⭕„თუ იესო გიღიმის, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გიბრაზდება? მხოლოდ ერთი ნიუანსია...“ - რას წერს გია მურღულია