Digest Logo

„რაც არ უნდა გვიჭირდეს, მაინც უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შემდეგში წავიდეს ცხოვრება ისე, როგორც უნდა წავიდეს...“ - სალომე ბაკურაძე

1789121280
სალომე ბაკურაძე

მომღერალმა და ტელეწამყვანმა სალომე ბაკურაძემ „რუსთავი 2-თან“ საუბარში მეუღლის, ლაშა ბასლანძის და შვილთან, სანტისთან ურთიერთობაზე ემოციურად ისაუბრა.

„ხშირად მიფიქრია ამაზე, თუ რას მეტყოდა ლაშა და მეტყოდა, რომ: „ფაფი, რა გინდა, ხო იქა ხარ, სადაც გინდოდა“. ზუსტად ვიცი, რომ ეს განწყობა ექნებოდა. ძირითადად ყოველთვის კმაყოფილი იყო ჩემი ყველა გადაწყვეტილებითაც და ჩემი ყველა ქმედებითაც და ვიცი, რომ ახლაც ასე იქნება. 

უკვე დავიწყე ფიქრი, იმიტომ, რომ ეს ისაა, რაზეც სულ ლაშიკო იყო ჩემი მოტორი, რომ აბა, მალე რაღაც ახალი გააკეთე, აბა ეს ქენი... და ზუსტად ვიცი, რომ ეს საჭიროცაა. ეს ალბათ დროულიცაა, თორემ ამის დრო შეიძლება შინაგანად ძალიან დიდი ხანი არ დადგეს, მაგრამ არის რაღაცები, რაც არ უნდა გვიჭირდეს, მაინც უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შემდეგში წავიდეს ცხოვრება ისე, როგორც უნდა წავიდეს. ამიტომ ამაზე ფიქრი უკვე დავიწყე. აუცილებლად მექნება ახალი სიმღერაც, სიმღერებიც და ვიდეოც.

სანტი ზოგადად ძალიან მეგობრული ბავშვია და ისე გავზარდეთ მე და ლაშიკომ და ისევ ვზრდი, რომ აი, ეს ხაზი არ დაიკარგოს მთელი ცხოვრება, რომ ვიყოთ ძალიან-ძალიან კარგი მეგობრები, ჩემი გულშემატკივარია“, - ამბობს სალომე.

სალომე ბაკურაძე დაქორწინებული იყო პროდიუსერ ლაშა ბასლანძეზე (წყვილმა 2014 წელს იქორწინა). მათ ჰყავთ ერთი საერთო შვილი სანტი. 2025 წლის ნოემბერში ლაშა ბასლანძე მოულოდნელად გარდაიცვალა, რამაც მომღერლის ცხოვრებაში მძიმე კვალი დატოვა.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Rustavi 2 • რუსთავი 2 (@rustavi2official)

 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕შორენა ბეგაშვილის მოგზაურობა ესპანეთში გრძელდება - მოდელი ზღაპრულ ფორმაშია

⭕„ახალი ეტაპი იწყება“ - 11 სექტემბრის ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე ძლიერ გავლენას მოახდენს: ნინა ხომერიკის პროგნოზი

⭕„თუ დაძაბულობას იგრძნობთ, მიიღეთ შხაპი, დადექით წყლის ქვეშ და წარმოიდგინეთ, როგორ გშორდებათ ყველაფერი ზედმეტი...“ - თაკო მელიქიშვილი 11 სექტემბრის ენერგიებზე